2022 წლის 16-19 ოქტომბერს მოეწყო საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო ექსპედიცია დასავლეთ საქართველოში - ხობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მასში მონაწილეობდნენ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები - გიორგი გაგოშიძე, ნინო ჩიხლაძე, ნანა ბურჭულაძე და მოწვეული ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე.
ექსპედიციის მიზანი იყო ხობის ღმრთისმშობლის მიძინებისა და ჯუმათის წმ. მთავარანგელოზთა მონასტრების ეკლესიების არქიტექტურული და მხატვრული ფენების შესწავლა, უცნობი ეპიგრაფიკის ამოკითხვა-გაშიფვრა და ფოტოფიქსაცია. ექსპედიციის წარმატება განაპირობა არ მხოლოდ მოსალოდნელმა, არამედ მოულოდნელმა აღმოჩენებმაც ორივე ძეგლზე, რომლებიც უდავოდ მნიშვნელოვანია შემდგომი სამეცნიერო კვლევებისათვის.
მივლინების ანგარიში ა/წ-ის 25 ოქტომბერს იქნა წარმდგენილი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთვის ექსპედიციის ხელმძღვანელის, ნინო ჩიხლაძის მიერ.