საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს თეზისების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

 

საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი

კონფერენციის თემატიკა - ადამიანი და ეპოქა

 

კონფერენცია შერეულ ფორმატში - რეალურ და ონლაინფორმატში (მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) გაიმართება 2024 წლის 2-3 ნოემბერს.

 

კონფერენციის მიზანი:

  •  ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა;
  •  ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების განვითარება;
  •  ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები: 

  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ფილოლოგია  
  • ხელოვნებათმცოდნეობა, არქეოლოგია;
  • კულტუროლოგია  
  • სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია;
  • ეკონომიკა, ბიზნესი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა;      

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • თეზისები უნდა გადმოიგზავნოს ქართულ და ინგლისურ ენებზე; მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას;
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • თეზისების წარდგენის ბოლო ვადა - 2024 წლის 20 ივნისი;
  • შემოსული თეზისები გაივლის ანონიმურ რეცენზირებას; თეზისების მიღების დამადასტურებელ შეტყობინებას კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი დააგზავნის არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა;

 

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

 დამატებითი ინფორმაცია: 

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე პირთა თეზისები დაიბეჭდება, ხოლო ელექტრონული ვერსია აიტვირთება სამეცნიერო კონფერენციის ვებ-გვერდზე; ასევე, დაიბეჭდება  სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგენილი თემები და ელექტრონული ვერსია განთავსდება კონფერენციის გვერდზე. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ქეთი ქიმერიძე [email protected]

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77 ტელ.: 2 55 22 22

 

Scientific Conference 2024

The University of Georgia Tamaz Beradze Institute of Georgian Studies announces the acceptance of abstracts at the international scientific conference 

Georgia and the Caucasus - past, present, future

The conference will be held in mixed format - real and online format (Only for non-Georgian citizens) on November 2-3, 2024 

Purpose of the conference:

  • Promoting scientific research in various fields of Kartvelology;
  • Development of close scientific ties between Georgian and foreign scientists;
  • Promoting interdisciplinary and intercultural research;

 

Scientific directions of the conference:

  • History, Source Studies, Ethnology, Anthropology;
  • Philology
  • Art History, archeology;
  • Culturology
  • Sociology, psychology, philosophy;
  • Economy, business;
  • International relations, geopolitics.

 

Basic requirements:

  • The conference is open to individuals with academic degrees, masters and doctoral students;
  • The conference topic should contain scientific news and should not be published or read at another scientific event;
  • Abstracts should be submitted in Georgian and English; The volume should not exceed 250 words;
  • Working languages of the conference: Georgian and English.

 

Important dates:

  • Deadline for submission of abstracts - June 20, 2024;
  • Submitted abstracts will undergo anonymous review; Notice of receipt of abstracts will be sent by the Conference Organizing Group no later than June 30, 2024.
  • Please fill in the registration form and send it to the following e-mail address: [email protected]

 

Additional information:

The abstracts of the participants in the scientific conference will be published, and the electronic version will be uploaded on the website of the scientific conference; Also, the topics presented at the scientific conference will be published and an electronic version will be posted on the conference page.

Contact information:

Keti Kimeridze, Researcher at Tamaz Beradze Institute of Georgian Studies, University of Georgia, [email protected]

 

Address: Tbilisi, m. Kostava 77 Tel .: 2 55 22 22

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა