საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ჩვენი მიზნები

თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის მთავარი მიზნებია:

 

·         კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოს შემსწავლელ ყველა სამეცნიერო დარგში, როგორიცაა, მაგალითად, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნება, არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა, სფრაგისტიკა, ისტორია, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ფილოსოფია, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა და ..

·         საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველოლგებისთვის ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება საერთო პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაზე როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ისე – სტუდენტების ჩართულობით

·         კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ქართველოლგიური კვლევების შედეგების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობისა და დისემინაციისათვის.

 

ამ მიზნებს ემსახურება თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველო და კავკასია  წარსული, აწმყო, მომავალი”, რომელიც 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

 

ინსტიტუტი უზრუნველყოფს ქართველოლოგიის სფეროში კვალიფიციური დისციპლინური და მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად სათანადო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მობილიზებას.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა