2023 წლის, 24 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველთვიურ ღია სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება სახელწოდებით: ,,ქართველი ქალები ემიგრაციაში“. მომხსენებელი იყო ქალბატონი რუსუდან დაუშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის ქალბატონ რუსუდან დაუშვილს, საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო სემინარის ჩატარებისთვის.