მოკლე აღწერა: |
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ისტორიულ-კულტურული პროცესები პირდაპირ და ავთენტურად არის ასახული ხელნაწერ მემკვიდრეობაში, რომელსაც პირველად საკვლევ წყაროდ იყენებს წინამდებარე პროექტი.
ნებისმიერი ხელნაწერი ინფორმატიული ძეგლია თავისი გარეგნული და შინაარსობრივი მახასიათებლებით. მასში მოხსენიებულია ამ რეგიონში მცხოვრები თუ მოღვაწე ასეულობით საერო და სასულიერო პირის სახელი და გვარი, დასახელებულია ათეულობით გეოგრაფიული სახელი, ასახულია სამხედრო-პოლიტიკური, საეკლესიო-კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მრავალრიცხოვანი ფაქტი და პროცესი.
საკვლვ წყაროთა შორის მნიშვნელოვანია როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი საბუთები, ისე მათ შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, რომელთა შორისაც შინაარსის მიხედვით გვხვდება როგორც იურიდიული ძეგლები (საშემოსავლო დავთრები, წყალობისა და შეწირულების, ფიცისა და პირობის წიგნები), ისე არაიურიდიული (სხვადასხვა შინაარსის წერილები). ისინი პირველწყაროს წარმოადგენენ იქ განვითარებულ ეთნოდემოგრაფიულ პროცესებზე, უხვი ცნობებია დაცული ტოპონომიკის, ონომასტიკონის, ზემოაღნიშნულ რეგიონებში გავრცელებული სამართლებრივი ნორმების, საგადასახადო სისტემის, სოციალური სტრუქტურის, სამოხელეო ინსტიტუტების, საეკლესიო სინიორიათა თუ ქართულ სათავადოთა მიწისმფლობელობის და ა.შ. შესახებ, მათი დამოკიდებულება სამეფო თუ საეკლესიო ხელისუფლებასთან და პირუკუ.
საგულისხმო წყაროდ მოგვაჩნია მე-19 საუკუნის მოღვაწეთა პირად არქივებში დაცული მასალა: სამეცნიერო კვლევები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ფოლკლორული ჩანაწერები, პირადი მიმოწერა, საჯარო გამოსვლები, მხარეთმცოდნეობითი აღწერილობები და ა.შ. ისინი ზუსტად გვიხასიათებენ აღნიშნული პერიოდის საზოგადოებრივ აზრს, განვითარებულ მოვლენებს, აზუსტებენ ამ მოვლენების დეტალებს და სრულ სურათს ქმნიან XIX საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიის რეკონსტრუირებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია პირად არქივებში დაცული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია სხვადასხვა ისტორიული პიროვნება, არტეფაქტი (ეკლესია-მონასტრები, ხატები, ფრესკები), რომელთაგან დღეს ბევრი განადგურებულია ან პირვანდელი სახე დაკარგული აქვს, ასევე ლანდშაფტები, პეიზაჟები და, ამდენად, ფოტოებს პირველწყაროს მნიშვნელობა ენიჭება.
ამ მასალის საფუძველზე (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კოლექციების ბაზაზე) განხორციელებული კვლევის შედეგები (მრავალკომპონენტიანი ინტეგრირებული გამოცემა: ა) კვლევითი კომპონენტით; ბ) გამოყენებითი კომპონენტით; გ) საილუსტრაციო-ვიზუალური კომპონენტით) გამოქვეყნდება ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად).
ასევე გაიმართება ვირტუალური: 1. ონლაინ-გამოფენა და 2. ციფრული გამოფენა, რომლებზეც წარვადგენთ შერჩეული ხელნაწერების ციფრული ვერსიების კომპუტერულ გრაფიკას ტექსტური და აუდიო ანოტაციების დართვით, რაც არტეფაქტების ვიზუალიზაციის მეტად ეფექტური საშუალება იქნება. |
საკითხის აქტუალობა: |
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ისტორიულ-კულტურული პროცესები პირდაპირ და ავთენტურად არის ასახული ხელნაწერ მემკვიდრეობაში, რომელსაც პირველად საკვლევ წყაროდ იყენებს წინამდებარე პროექტი.
ნებისმიერი ხელნაწერი ინფორმატიული ძეგლია თავისი გარეგნული და შინაარსობრივი მახასიათებლებით. მასში მოხსენიებულია ამ რეგიონში მცხოვრები თუ მოღვაწე ასეულობით საერო და სასულიერო პირის სახელი და გვარი, დასახელებულია ათეულობით გეოგრაფიული სახელი, ასახულია სამხედრო-პოლიტიკური, საეკლესიო-კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მრავალრიცხოვანი ფაქტი და პროცესი. |
მოსალოდნელი სიახლე: |
ამ მასალის საფუძველზე (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კოლექციების ბაზაზე) განხორციელებული კვლევის შედეგები (მრავალკომპონენტიანი ინტეგრირებული გამოცემა: ა) კვლევითი კომპონენტით; ბ) გამოყენებითი კომპონენტით; გ) საილუსტრაციო-ვიზუალური კომპონენტით) გამოქვეყნდება ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად).
ასევე გაიმართება ვირტუალური: 1. ონლაინ-გამოფენა და 2. ციფრული გამოფენა, რომლებზეც წარვადგენთ შერჩეული ხელნაწერების ციფრული ვერსიების კომპუტერულ გრაფიკას ტექსტური და აუდიო ანოტაციების დართვით, რაც არტეფაქტების ვიზუალიზაციის მეტად ეფექტური საშუალება იქნება.
კვლევის შედეგად მიღებული ახალი ცოდნა, ახალი ფაქტები, ტენდენციებისა და საზოგადოებრივი აზრის ახლებური, რეტროსპექტული გააზრება მოგვცემს ურთიერთობის სტაბილიზაციისა და ნდობის აღდგენის ახალი რესურსებისა და წყაროების გამოვლენის მეტ შესაძლებლობას. |