UNIVERSITY
OF GEORGIA

Tamaz Beradze Institute of Georgian Studies


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია (XIX-XX სს.)
მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია ქართული და უცხოური საეკლესიო ისტორიოგრაფიის თანამედროვე მიღწევებისა და წყაროების საფუძველზე შევისწავლოთ XIX-XX ს-ების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია. ვუჩვენოთ მოცემული ეკლესიის ისტორიული განვითარების სურათი დიაქრონულ ჭრილში. შევაფასოთ ცალკეული რეჟიმისა თუ ხელისუფლების საეკლესიო და რელიგიური პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე. გავაანალიზოთ როგორ იცვლება საქართველოს ეკლესიის სტატუსი და რა პროცესები ახლავს მის აღდგენასა და შეენარჩუნებას.
ხელმძღვანელი: ქოქრაშვილი ხათუნა
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიული განვითარების სრულყოფილად გააზრება შეუძლებელია რელიგიური პოლიტიკის ანალიზის გარეშე. პროექტის მიხედვით პრობლემის ირგვლივ არსებული თეორიული და ფაქტოლოგიური მასალა გაანალიზდება არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პროცესების ფონზე, არამედ წარმოჩნდება ეკლესიაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ზეგავლენა უშუალოდ ადამიანების ცხოვრებაზე, აზრებზე, იდეებზე, მენტალობაზე, კულტურულ ფასეულობებზე, ყოველდღიურობაზე. პრობლემის ამ რაკურსით გააზრება აქტუალურად გვესახება.
მოსალოდნელი სიახლე: XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიული განვითარების სრულყოფილად გააზრება შეუძლებელია რელიგიური პოლიტიკის ანალიზის გარეშე. პროექტის მიხედვით პრობლემის ირგვლივ არსებული თეორიული და ფაქტოლოგიური მასალა გაანალიზდება არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პროცესების ფონზე, არამედ წარმოჩნდება ეკლესიაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ზეგავლენა უშუალოდ ადამიანების ცხოვრებაზე, აზრებზე, იდეებზე, მენტალობაზე, კულტურულ ფასეულობებზე, ყოველდღიურობაზე. პრობლემის ამ რაკურსით გააზრება აქტუალურად გვესახება.
სავარაუდო გეგმა: პროექტის ძირითადი ამოცანებია: 1. წყაროთა ბაზის განსაზღვრა, თეორიული და კონკრეტული ლიტერატურის, საარქივო მასალების, წყაროების მოძიება და დამუშავება; 2. რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში (1801-1917); 3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1921 წწ.; საქართველოს ეკლესია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების პირობებში და პოსტსაბჭოთა პერიოდში. 5. კვლევის სიახლეების პუბლიკაცია რეფერირებად გამოცემაში; 6. ნაშრომის გამოსაცემად მომზადება.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: საუნივერსიტეტო კვლევების განვითარების პროგრამა
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტი
დაწყება: 2022-09-25
დასრულება: 2025-09-25
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: გამოსაცემად მომზადდება ნაშრომი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია (XIX-XX სს.)

CONTACT

2 55 22 22
77a, M. Kostava str.