UNIVERSITY
OF GEORGIA

Tamaz Beradze Institute of Georgian Studies

ნათია ჯანგულაშვილი

მეცნიერი თანამშრომელი

ბიოგრაფია

ნათია ჯანგულაშვილი 2010-2014 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ქართული ფილოლოგია). მან ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა ნაშრომისთვის "ავტორის ფენომენი ჰაგიოგრაფიული თხზულებების ("წამებათა") მიხედვით. 2014-2016 წლებში ნათია ჯანგულაშვილი სწავლობდა ამავე უნივერსიტეტში, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაზე. მან მაგისტრის ხარისხი მიიღო ნაშრომისთვის „მაკაბელთა თემა სასულიერო მწერლობაში". 2015 წელს მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი აკადემიური კვლევითი პროექტისთვის: „ბიბლიურ მაკაბელთა ჰაგიოგრაფიული ტექსტების შემცველი ქართული ხელნაწერების ტექსტურ-ლიტერატურული ანალიზი“. ნათია ჯანგულაშვილმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიურ სკოლაში 2016 და 2021 წელს. 2017 წლიდან ის სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. მისი კვლევითი ინტერესების სფერო მოიცავს ქართველოლოგიას, ძველ ქართულ ლიტერატურასა და პალეოგრაფიას.

განათლება

უნივერსიტეტი ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური სწავლის პერიოდი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მიმდინარე 09/18/2017 -
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბაკალავრი 09/20/2010 - 06/13/2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფკულტეტი მაგისტრი 09/29/2014 - 06/13/2024
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ხარისხის გარეშე 10/03/2016 - 06/15/2018

პუბლიკაციები

პუბლიკაცია წელი
„მაკაბელ მოწამეთა „ყრმობის“ გასააზრებლად 2017
„შუშანიკის წამების“ ერთი ადგილის წაკითხვისათვის („ერთგული“ // „გუელი“ // „გული“) 2017
მაკაბელთა ბიბლიური წიგნებისა და აგიოგრაფიული თხზულების ქართულ თარგმანთა ურთიერთმიმართებისათვის 2017
„მაკაბელთა წამების“ სიმბოლოთა გააზრებისთვის 2017
ქრისტიანული და მითოსური ნაკადი ვაჟა-ფშაველას "უიღბლო იღბლიანში" 2016

კონფერენციები

კონფერენცია თარიღი
ბათუმის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში 2024-10-24 - 2017-03-03
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2021 2021-03-03 - 2021-03-03
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა „ახალი სკოლის“ მოდელის მხიედვით 2021-02-08 - 2021-02-08
კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის" 2018-04-25 - 2018-04-25
ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის 2018-02-05 - 2018-02-05
საერთაშორისო წინასადოქტორო პროგრამა „დიგიტალური ჰუმანიტარია" 2017-03-24 - 2017-03-27
საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“ 2017-01-23 - 2017-01-23
პროფესორების - ლაურა გრიგოლაშვილის, გრივერ ფარულავასა და რევაზ სირაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია 2016-12-20 - 2016-12-20
ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2016-04-23 - 2016-04-23
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2016 2016-02-01 - 2016-02-08
პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური კონცეპტები 1900-01-01 - 1900-01-01
განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტი – ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის 1900-01-01 - 1900-01-01

CONTACT

2 55 22 22
77a, M. Kostava str.