2026 წლის 17 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე, ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის წევრებმა — ნანა მრევლიშვილმა და თინათინ ჯიქურაშვილმა — სამივლინებო მოხსენება წარადგინეს.
მომხსენებლებმა საბჭოს გააცნეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული მეტაფრასული კრებულის (K-4) დეტალური კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული აღწერილობის მომზადების მიზნით გაწეული სამუშაოს მოკლე მიმოხილვა.