2026 წლის 2 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე, წარმოდგენილი იყო სანდრო თარხან-მოურავის მოხსენება. სემინარზე განიხილეს საუნივერსიტეტო რეიტინგები და მათი მნიშვნელობა ორგანიზაციისთვის, კერძოდ: სამეცნიერო პუბლიკაციების კავშირი რეიტინგებთან და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები (მათ შორის, პუბლიკაციები Scopus-ში ინსტიტუტის საპროფილო მიმართულებებით). მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რომელ ჟურნალებში უნდა გამოქვეყნდეს ნაშრომები და რა კრიტერიუმებით; ასევე მიმოიხილა პუბლიკაციებისა და დამატებითი შიდა დაფინანსების მოდელები უნივერსიტეტის დაბალანსებული განვითარების ხედვის კონტექსტში