2023 წლის, 23 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება სახელწოდებით: ,,თავდგირიძეების საგვარეულო: ისტორიული კონტექსტი და ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება". მომხსენებელი იყო თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველთვიური სემინარების მდივანი ვანო სალუქვაძე.