2023 წლის, 13 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება, სახელწოდებით: ,,შეჰანის ქართველთა მონასტერი იორდანიაში – კვლევის ისტორია და წინასწარი შედეგები“.
მომხსენებელი იყო გიორგი გაგოშიძე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკისა და პალეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.