2023 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება, სახელწოდებით: ,, XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევის პირველადი შედეგები“.
მომხსენებელი იყო ნინო ხუნდაძე, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი.