2023 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება, სახელწოდებით: ,,დასავლეთ ევროპის პილიგრიმულ წყაროებში ქართველთა „სარტყლის ქრისტიანებად“ მოხსენიების საკითხისათვის“.
მომხსენებელი იყო მარიამ გველესიანი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.