2024 წლის 22 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება სახელწოდებით: ,ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თურქეთში და მათი ეროვნულ-კულტურული თვითიდენტიფიკაცია (სამსუნის ილის ჩარშამბას და სალიფაზარის ილჩეს სოფლების მაგალითზე)“.
მომხსენებელი: ვანო სალუქვაძე, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის სემინარების მენეჯერი.