საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება

2022 წლის 5-6 ივლისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ,, შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზარჯვარედინი“ თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტიდან მოხსენებით წარსდგა 12 მეცნიერ-თანამშრომელი.

ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების ბათუმში ვიზიტის ფარგლებში 2022 წლის 6 ივლისს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სუ-ს თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტს შორის, ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზების შესახებ. მემორანდუმს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მანანა სანაძემ მოაწერეს ხელი.

 

 

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა