საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა XIX-XX საუკუნეებში
მოკლე აღწერა: კვლევის მიზანია XIX-XX საუკუნეების საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესწავლა. კვლევის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ ნაშრომში იქნება თავმოყრილი XIX-XX საუკუნეების საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ კვლევა შესაბამისი დოკუმენტური მასალის დართვით. ნაშრომის შექმნის შედეგად გასწორდება ის ხარვეზები, რაც სამეცნიერო თუ საცნობარო ლიტერატურაში გვხვდება. სამეცნიერო ლიტერატურტაში ხშირად აღრეულია რუსულიდან გადმოღებული ტერმინების, მაგ. ОБЛАСТЬ, ОКРУГ მნიშვნელობა. ზოგჯერ, ორივეს თარგმნიან როგორც ოლქს, რაც არასწორია. ასევე ხარვეზები გვხვდება ამა თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლის თარიღებთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ საკითხების ერთ ნაშრომში თავმოყრა შესაბამის დოკუმენტურ მასალასთან ერთად, უდავოდ ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დამკვიდრებას როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე საცნობარო გამოცემებში.
ხელმძღვანელი: ხორავა ბეჟან
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: წარმოდგენილი თემის კვლევა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღემდე არ გვაქვს ნაშრომი, რომელშიც სრულად იქნებოდა წარმოდგენილი XIX-XX საუკუნეებში საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისა და დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შეცვლის დინამიკა, შესაბამისი დოკუმენტური მასალის დართვით. კვლევა ხელს შეუწყობს XIX-XX საუკუნეებში საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისა და დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შეცვლის შესახებ სწორი ინფორმაციის დამკვიდრებას როგორც სამეცნიერო, ასევე საცნობარო ლიტერატურაში.
მოსალოდნელი სიახლე: კვლევის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ პირველად იქნება შესწავლილი სრულად საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა XIX-XX საუკუნეებში შესაბამისი დოკუმენტური მასალის დართვით. იგი ნათელ წარმოდგენას შექმნის XIX-XX საუკუნეების საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისა და დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შეცვლის პროცესის გასაგებად; ხელს შეუწყობს სწორი ინფორმაციის დამკვიდრებას როგორც სამეცნიერო, ასევე საცნობარო ლიტერატურაში.
სავარაუდო გეგმა: საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა XIX საუკუნეში; საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა XX საუკუნის დასაწყისში; საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში; საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტი
დაწყება: 2022-03-03
დასრულება: 2025-02-03
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: მონოგრაფია

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა