საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ეკლესიასტეს თარგმანებათა გელათური ვერსია
მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში შევისწავლით A 61 ხელნაწერით მოღწეულ ეგზეგეტიკურ ძეგლს - ეკლესიასტეს თარგმანებათა გელათურ ვერსიას -, რომელშიც ორი ავტორის ნაშრომია დაცული. ტექსტი მომზადდება გამოსაცემად გამოკვლევის, ლექსიკონისა და სახელთა საძიებლის დართვით.
ხელმძღვანელი: მრევლიშვილი ნანა
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: აღნიშნული ხელნაწერის ნაწილი გამოიცა 1920 წელს, ხელნაწერი მთლიანად, იმ სტუქტურული თავისებურების დაცვით, რომელიც მას ახასიათებს, ქვეყნდება პირველად. როგორც გამოკვლევა, ისე საკუთრივ ტექსტი, რომელიც გელათელ მოღვაწეთა თარგმანია, მეტად საინტერესოა ქართველოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მეცნიერებისათვის.
მოსალოდნელი სიახლე: 1. ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის პუბლიკაცია. 2. კვლევითი ნაწილი წიგნისა, რომელიც სრულიად ახლებურად აშუქებს ამ ძეგლთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. ძველქართულ-ძველბერძნულ საღვთისმეტყველო-თეოლოგიურ ტერმინთა დოკუმენტირებული ლექსიკონი, რომელც დაგვანახებს ამ კონკრეტული მთარგმნელის ენობრივ-ლექსიკურ თავისებურებებს.
სავარაუდო გეგმა: პროექტის დიდი ნაწილი შესრულებულია, წიგნის პუბლიკაცია იგეგმება 2023 წელს.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი
დაწყება: 2020-08-01
დასრულება: 2022-09-30
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: 2500 ლარი
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა