პროექტის დასახელება: |
ქართული თურქოლოგია (ისტორიოგრაფია) |
მოკლე აღწერა: |
ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ოსმალური დოკუმენტაციის კვლევის საქმეში. შესწავლილია არაერთი დოკუმენტი - კანუნ-ნამე და დავთრები, ფირმანები და ა.შ. ქართველმა მეცნიერებმა შექმნეს მრავალი სიანტერესო და მეცნიერულად ღირებული შრომა. მათ მიერ გამოკვლეულია თურქეთის ძველი, ახალი და უახლესი ისტორია, რაც შემდგომი თაობისთვის საუკეთესო საფუძველია კვლევების განსახორციელებლად.
ქართველი მეცნიერების მიერ თურქეთის კვლევის ისტორია მე-19 ს.ის დასასრულიდან იწყება, როდესაც ქართველმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ(1826-1890) სტამბულის არქივიდან ოსმალური დოკუმენტაცია ჩამოიტანა, მათ შორის ბათუმისა და ყარსის სანჯაყების დავთრები. მან გამოაქვეყნა შრომები: „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“, “ისტორიული ნარკვევი თურქული მიწისმფლობელობის სისტემისთვის“ და სხვ. თურქეთის პიონერ მკვლევართა შორის აღსანიშნავია ასევე გიორგი ყაზბეგის (1838-1921) მემკვიდრეობა თურქოლოგიის დარგში. მან იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ძველ ქართულ პროვინციებში, რის შემდეგაც დაწერა ორი ვრცელი ნაშრომი: „სამი თვე თურქეთის საქართველოში“ და „ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო -სტრატეგიული ნარკვევი“. ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებს შორის, ნაშრომთა ღირებულებისა და თურქეთის ისტორიის კვლევაში შეტანილი წვლილის თვალსაზირით, გამოკვეთილი ადგილი, უდავოდ, სერგი ჯიქიას უჭირავს, რომელმაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ქართულ თურქოლოგიას. 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფ. სერგი ჯიქიას თაოსნობით გაიხსნა აღმოსავლური და კავკასიური ენების კურსები, რომელსაც შემდგომ თურქოლოგია ცალკე კათედრად გამოეყო და სათავეშიც თავად ჩაუდგა. 1960 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში თურქოლოგიის კათედრა გაიხსნა. ქართველ თურქოლოგებს დიდი ღვაძლი მიუძღვით ოსმალური ისტორიული დოკუმენტაციის, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის კვლევის საქმეში. გამოიცა არა ერთი თარგმანი და კვლევა, რომელიც სამეცნიერო შრომების სახით არის გამოცემული. ქართველი თურქოლოგების ნაშრომების მოიცავს თურქულ-ქართული ურთიერთობების მიმართულებით კვლევებს, ოსმალური დოკუმენტაციის, დავთრების, ნარატიული წყაროების თარგმნის ისტორიას, ასევე, თურქული ლიტერატურისა კვლევა/თარგმანებს, თურქული ენისა და თურქული ენების შესავლის ისტორიას. კვლევის მიზანია თავი მოუყაროს როგორც ძველი, ისევე თანამედროვე ქართველი თურქოლოგების ნაშრომებს, შეიქმნას თურქოლოგიის გამოკვლევათა ბიბლიოგრაფია. კვლევა მოიცავს ქართული თურქოლოგიის დაარსებისა და განვითარების ისტორიას, ქართველი თურქოლოგების ნაშრომების მიმოხილვას. |
ხელმძღვანელი: |
მეშველიშვილი თეა |
თანახელმძღვანელი: |
|
მონაწილეები: |
|
საკითხის აქტუალობა: |
ქართულ-თურქოლოგიური კვლევები სუაკუნეზე მეტია, რაც ხორციელდება. არა ერთი ახალგაზრდა მკვლევარის, არა მხოლოდ თურქოლოგების, მომიჯნავე დარგის სპეციალისტების ინტერესის სფერო არის რეგიონის ისორიოგრაფიული კვლევები. კვლევის მიზანია თავი მოუყაროს ქართველი თურქოლოგების ნაშრომებს, შეიქმნას თურქოლოგიის გამოკვლევათა ბიბლიოგრაფიის ციფრული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მკვლევრებისთვის. კვლევა მოიცავს ქართული თურქოლოგიის დაარსებისა და განვითარების ისტორიას, ქართველი თურქოლოგების ნაშრომების მიმოხილვას. |
მოსალოდნელი სიახლე: |
მომზადებული ნაშრომი საშუალებას მისცემს ახალგაზრდა მეცნიერებს მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო მეცნიერის შესახებ ინფორმაცია და შემდგომ გამოიყენონ სიღრმისეულ კვლევებში. შესაძლებელია აღნიშნული ნაშრომის თურქულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა, რაც ხელს შეუწყოფს ქართული თურქოლოგიის პოპულარიზებას აღმოსავლეთმცოდნეობით დაინტერესებულ უცხოურ უნივერისტეტებში, კოლეგა უცხოელ თურქოლოგებს წამოდგენა შეექმნებათ ქართველი თურქოლოგების ნაშრომების, ქართულ თურქოლოგიაში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შესახებ. |
სავარაუდო გეგმა: |
პირველი ეტაპი: თურქეთის ისტორიის შესწავლის ბიბლიოგრაფიის მომზადება.
მეორე ეტაპი: მეცნიერების ნაშრომების კვლევა.
მესამე ეტაპი: ნაშრომების ბაზაში ატვირთვა. |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: |
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტი |
დაწყება: |
2022-07-22 |
დასრულება: |
2024-07-22 |
მიზნობრიობა: |
საგანმანთლებლო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
დაფინანსდა კი/არა: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|