საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლები - თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრება.
მოკლე აღწერა: ჩვენი გამოკვლევის მიზნია ფილოლოგიური და ტექსტოლოგიური კუთხით შევისწავლოთ ძველი ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლები. კერძოდ, „ღუაწლი მამაჲსი“. „ღუაწლი ანთიმოს ეპისკოპოსისაჲ“, „ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ და ღუაწლი ღირსისა და ნეტარისა ჩუენისა თეოდორა ალექსანდრიელისა“. აღვნიშნული ძეგლები აქამდე საგანგებო კვლევის საგანი არ გამხდარა. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ ტექსტობრივად დავამუშაოთ და გამოსაცემად მოვამზადოთ ხსენებული ნაშრომების ძველი ქართული თარგმანი. ასევე, ჩვენს მიზანადასახულობას წარმოადგენდეს აღნიშნული თარგმანის შედარება ბერძნულ ორიგინალთან, მთარგმნელის ტერმინოლოგიურ-სტილური თავისებურებანის გამოვლენა, ზედმიწევნითი ტერმინოლოგიური ლექსიკონის შედგენა. ამის შემდეგ კი ჰიგიოგრაფიულ ნაშრომებში არსებული სწავლებათა შინაარსობრივი განხილვა და მათი ამომწურავი ანალიზი. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა იმ ხელნაწერის შესწავლა და შემოკრება, სადაც ზემოთ ხსენებული თხზულებებია განთავსებული.
ხელმძღვანელი: მრევლიშვილი ნანა
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები: ბერუაშვილი თინათინ,სტურუა რატი
საკითხის აქტუალობა: კვლევა აკტუალურია იმ მხრივ, რომ კვლევის საგანს წარმოადგენს ჰაგოიგრაფიული ძეგლები, რომლთა მეტაფრასული ტექსტები განთავსებულია სექტემბრის თვის საკითხავებში. მათი ორიგინალი კიმენური საკითხავი არ არის შემორჩენილი. ამ ტექსტების ავტორიც უცნობია. ქართულმა მწერლობამ წმ. თეოდორა ალექსანდრიელის შესახებ ცნობები შემოგვინახა ტექსტის სამი რედაქციით: 1. კიმენური - სათაურით „ცხოვრებაჲ წმიდისა და ნეტარისა დედისა თეოდორაჲსი“ 2. მეტაფრასული - სათაურით „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლნი ღირსისა დედისა ჩუენისა თეოდორა ალექსანდრიელისანი“ 3. მეტაფრასულის მეორე რედაქცია, იწყება ამგვარად „ზინონ მეფე რაი განაგებდა საყდარსაჲ…”. სვიმეონ მეტაფრასტის ცალკეული თხზულებანი ქართულად ითარგმნა X საუკუნის მიწურულსა თუ XI საუკუნის დამდეგს, ხოლო XI საუკუნის დამლევისათვის უკვე მთლიანი თვეების საკითხავები ითარგმნება. სექტემბრის თვის მეტაფრასები მთლიანი კრებულის სახით წარმოდგენილია სამი ნუსხით: Ath. 20 (1081 წ.), S 384 (XI-XII სს.) და K 4 (XVI ს.).
მოსალოდნელი სიახლე: მეცნიერულად შეისწავლილი იქნება სახელგანთქმული ბიზანტიელი მოღვაწის სიმეონ მეტაფრასტის მწმკვიდრეობა, რაც აქამდე მეცნიერული კვლევის საგანი არ გამხდარა. ჩვენ მიერ განხორციელებულ კვლევას ღირებული თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მიღებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები დახმარებას გაუწევს, როგორც ამ საკითხით დაინტერესებულ მეცნიერებსა და მკვლევრებს, ასევე მომავალ მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. აღნიშნული კვლევა უთუოდ მიიპყრობს საეკლესიო მოძღრებითა და ძველი ქართული სასულიერო მწერლობით დაინტერესებულ პირთა ყურადღებას. განსაკუთრებით ფასეულია ჩვენგან კრიტიკულად დადგენილი ტექსტები, რაც აკმაყოფილებს ყველა ტექსტოლოგიურ მოთხოვნას. ვიმედოვნებთ, რომ მიღებული კვლევის შედეგად ქართლ მეცნიერებას შეემატება კიდევ ერთი სოლიდური ნაშრომი.
სავარაუდო გეგმა: პირველ ეტაპზე დადგინდება ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტი, ანუ გამოსაცემად მომზადდება თხზულებათა კრიტიკულად დაგენილი ტექსტი შესაბამისს გამოკვლევასთან ერთად. აღნიშნული თარგმანი შეუდარდება ბერძნულ ორიგინალს, რის შედეგადაც გამოვლინდება მთარგმნელის ტერმინოლოგიურ-სტილური თავისებურებანი და შედგენილი იქნმნება (შეიქმნება) ზედმიწევნითი ტერმინოლოგიური ლექსიკონი.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: სამეცნიერო გრანტი
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი
დაწყება: 2023-02-02
დასრულება: 2023-10-02
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა