პროექტის დასახელება: |
ძველი საქართველოს საგვარეულოები _ ისტორიები და პორტრეტები (ფერწერული გამოსახულებები _XI-XVIII), საგვარეულო ეკლესიები, საძვალეები. გურიელები და მათი საეკლესიო მოხატულობები. |
მოკლე აღწერა: |
პროექტი ითვალისწინებს შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში წარმოდგენილი ისტორიულ პირთა პორტრეტებისა და მათი საგვარეულო ისტორიების თავმოყრას, იდენტიფიცირებას, შესწავლას. ვინაიდან ისტორიულ პირთა ფერწერული პორტრეტები ისევე, როგორც მათივე დაკვეთით შესრულებული ეკლესია-მონასტრებისა თუ საძვალეების მოხატულობები ჩვენი ისტორიის ვიზუალური წყაროებია, მათი შესწავლა მნიშვნელოვანი ინფორმაციით ავსებს, ხშირად კი აზუსტებს ან სხვაგვარად წარმოაჩენს საქართველოს ისტორიას მის კულტურულ-პოლიტიკურ კონტექსტს მსოფლიო ისტორიასთან მიმართებით.
ცალკე გამოიყო გურიის მმართველი ელიტის, გურიელების ისტორია წარმოჩენილი ვიზუალური მასალის, ანუ მონუმენტური მხატვრობითა და მასში შემორჩენილი პორტრეტების საშუალებით. ცალკე გამოიყო გურიელების წარმოშობის საწყისი ეტაპი დაკავშირებული სვანეთის ერისთავთ ერისთავი ვარდანისძეების საგვარეულოსთან. მათი გურიაში დაფუძნების ისტორია ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიის ადრეულ, XIVს-ის პირველი ნახევრის მოხატულობასთანაა დაკავშირებული. ჩვენს მიერ მოხატულობისა და მოცემულ მხატვრულ ფენაზე შემორჩენილი საქტიტორო პორტრეტების შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა გურიის მხარის მმართველი პირველი გურიელების სავარაუდო იდენტიფიცირება. მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით მომზადდა მოხსენება საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის I საერთაშორისო კონფერენციისთვის (2022. 26-27. 11), მომზადდა სტატია „გურიელთა საგვარეულო და მათი ადრეული წარმომადგენლები ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობაში“ (გადაცემულია დასაბეჭდად). საქტიტორო გამოსახულებათა იდენტიფიცირების ისტორიულ ჭრილში კვლევა წარიმართა და დაიწერა სტატია „ვარდანისძეთა უცნობი გამოსახულებები ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიის XIV საუკუნის მოხატულობაში“ (გადაცემულია დასაბეჭდად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მაცნეში“).
XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისის გურიელთა საგვარეულოს წევრების გამოსახულებათა იდენტიფიცირება, მათი მხატვრული და კულტურულ-პოლიტიკური მიმართულებების გამოვლენა შემოქმედის სამონასტრო კომპლექსის მოხატულობების შესწავლის ფონზე წარიმართება. ამ მიმართულებით მომზადდა და წაკითხულ იქნა მოხსენება ბათუმის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ (2022. 5-6. 07). მოხსენების საფუძველზე დაიწერა სტატია: „შემოქმედის „ზარზმის“ ფერისცვალების ეკლესიის მოატულობები და მათი მხატვრულ-ისტორიული კონტექსტი“ (გადაცემულია დასაბეჭდად). კვლევები გრძელდება XVII საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის, მალაქია გურიელის პატრონაჟით შესრულებული მოხატულობების მხატვრული ხასიათისა და კულტურულ-პოლიტიკური მიმართულებების გამოკვეთის მიზნით, ასევე ამ ისტორიული პირის მხატვრული პორტრეტის მოცემულ ისტორიულ კონტექსტში წარმოჩენის მიზნით. |
ხელმძღვანელი: |
ჩიხლაძე ნინო |
თანახელმძღვანელი: |
|
მონაწილეები: |
|
საკითხის აქტუალობა: |
ქტიტორთა/მომგებელთა პირადი და საგვარეულო მხატვრულ-ისტორიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის იდენტიფიცირება, გაანალიზება წერილობითი და ვიზუალური წყაროების დამუშავების გზით მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის შესწავლისთვის. ხშირად სრულიად უცნობი ისტორიებისა და პერსონაჯების წამოწევისათვის. ეკლესია-მონასტრებსა და საძვალეებში გაშლილი მოხატულობების თეოლოგიურ-მხატვრული პროგრამის შინაარსობრივ-მხატვრული გადაწყვეტის შესწავლა, გაანალიზება; ისტორიულ პირთა პოზიციონირების, ატრიბუტიკის, სამოსისა და სხვა ეპოქისმიერი დეტალების შესწავლა საქართველოს ისტორიისა და ქვეყნის კულტურული ვითარების ფონზე საშუალებას იძლევა ჩვენი ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკური მიმარტებების წაკითხვისა მსოფლიო ისტორიის კონტექსტთან მიმართებით. |
მოსალოდნელი სიახლე: |
საქართველოს ისტორიის საკითხების უცნობი ფურცლების წარმოჩენა, ვიზუალური წყაროების საფუძველზე ხშირად დაუდგენელი საკითხებისთვის სინათლის მოფენა. |
სავარაუდო გეგმა: |
სრული მასალის თავმოყრა, მხატვრული ძეგლების ფოროფიქსირება, საარქივო მასალისა და სქემების გამოყენებით. ტექსტუალურად და ვიზუალურად მაქსიმალურად სრული ინფორმაციის შეკვრა და წიგნად გამოცემა სამუშაო სახელწოდებით: "გურიელები და მათი საეკლესიო მოხატულობები". |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: |
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტი |
დაწყება: |
2022-05-06 |
დასრულება: |
2025-05-06 |
მიზნობრიობა: |
|
სტატუსი: |
მიმდინარე |
დაფინანსდა კი/არა: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|