საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ადამიანი და ეპოქა - რაფიელ ერისთავი 200
მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია XIX საუკუნის მნიშვნელოვანი ეროვნული მოღვაწის - რაფიელ დავითის ძე ერისთავის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით შემდეგი კომპონენტების განხორციელება: 2024 წელს - ერისთავის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია ,,ადამიანი და ეპოქა - რაფიელ ერისთავი“; 2024 წელს - რ. ერისთავის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების მომზადება; 2024 წელს - დაგეგმილი რ. ერისთავის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოგამოფენა; 2024 წლის სექტემბრისათვის პროექტის ყველა ძირითადი კომპონენტი უნდა იყოს მზად პროექტი განხორციელდება თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის კულტურის კვლევების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ამავე ინსტიტუტის სხვა დეპარტამენტების ჩართულობით, სხვადასხვა ინსტიტუციებთან ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ფარგლებში. მომზადდება რამდენიმე პუბლიკაცია. ესენია: - სამეცნიერო საკონფერენციო კრებული; - ადამიანი და ეპოქა - რაფიელ ერისთავი 200 - ალბომი - ავტორი ეკა კაჭარავა; - საიუბილეო ალბომი - პუბლიკაცია მომზადდება რამდენიმე ინსტიტუციის მონაწილეობით. ეს ინსტიტუციებია - გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თსუ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; ჩვენი ინიცირებითა და შეთავაზებით მომზადდება ორი პუბლიკაცია: - საერო დღესასწაული - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; - კატალოგი - გამომცემელი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მომდევნოა - სამშვილდის მუზეუმის პროექტის კონცეპტუალური ხედვა და მუზეოგრაფიული პროგრამა - 2023 წლის სექტემბრიდან; მონაწილეობა ინსტიტუტის 2023 წლის კონფერენციაში მოხსენებით ,,არაგვის ერისთავთა გენეალოგიის საკითხისათვის (XVIII-XIX საუკუნეები).
ხელმძღვანელი: კაჭარავა ეკა
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: ადამიანი და ეპოქა - რაფიელ ერისთავი 200 საკითხის აქტუალობას განაპირობებს რ. ერისთავის ეპოქალური მნიშვნელობის ეროვნული საქმიანობა და ნამოღვაწარი, რაც დღემდე არასათანადოდაა შესწავლილი და მისი არქივებში დაცული მემკვიდრეობა სადღეისოდაც საუკეთესო პირველწყაროა
მოსალოდნელი სიახლე: მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კვლევების შედეგები, სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი ახალი წყაროები, როგორც ნარატიული, ისე დოკუმენტური, მათ შორის ფოტომასალა
სავარაუდო გეგმა: 1. საარქივო მასალების მოძიება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ არქივში;სკანირება; უკვე მოძიებულთან ერთად კლასიფიკაცია-დამუშავება; 2. ალბომის მომზადება; 3. სხვა ინსტიტუციებთან ერთად დაგეგმილი პუბლიკაციებზე თანამშრომლობა, კონცეპტუალური და საავტორო მონაწილეობა; 4.საგამოფენო მასალების მომზადება; 5. კონფერენციის დაგეგმვა-განხორციელება; 5. გიორგი ჩახავას წიგნის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ქართული კულტურის კვლევის დეპარტამენტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა:
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა