საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ქართული ფილოსოფიის განვითარება მეოცე საუკუნეში
მოკლე აღწერა: XX საუკუნის ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის განვითარების მთავარი ეტაპები თუ ცალკეული მონაკვეთები საფუძვლიანად არის შესწავლილი და გაშუქებული ქართველ მკვლევართა (ივ. ჯავახიშვილი, ნ. მარი, შ. ნუცუბიძე, მ. გოგიბერიძე, შ. ხიდაშელი, ვ. გაგოიძე, გ. თევზაძე, ა. შეროზია, თ. კუკავა, მ. ჭელიძე, ს. ავალიანი, ფ. ნადიბაიძე, ვ. კერძევაძე, გ. დედაბრიშვილი, მ. მახარაძე და სხვ.) ნაშრომებში. XX ს-ის ქართული ფილოსოფია წინა პერიოდებისგან უპირველესად განსხვავდება იმით, რომ ფილოსოფიის ცალკეული დარგები არასოდეს ყოფილა ისე მრავალფეროვნად წარმოდგენილი, როგორც ეს განსახილველ ეპოქაში. ამასთან, ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარება XX ს-ში არც თანაბარძალოვანი ყოფილა და არც ერთგვაროვანი. განსახილველ ეპოქაში პირობითად შეიძლება გამოიყოს სამი ეტაპი, რომელიც მიახლოებით წარმოდგენას შეგვიქმნის XX ს-ის ქართულ ფილოსოფიაზე, მისი განვითარების ძირითად ტენდენციებსა და ქართული კულტურის ისტორიაში მის ადგილზე. I ეტაპი მოიცავს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების (1918 წ.) შემდგომ ხანას, როცა საქართველოსი ფილოსოფიამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. უნივერსიტეტის დაარსებიდანვე ჩამოყალიბდა `პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება~, რომელმაც, მართალია, მალე შეწყვიტა არსებობა, მაგრამ დროის ამ მცირე მონაკვეთში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ფილოსოფიის აღმავლობაში. ასევე დიდი როლი შეასრულა შ. ნუცუბიძის დაარსებულმა ფილოსოფიურმა სემინარმა, სადაც შემდგომში ბევრი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი პირველად ეზიარა ფილოსოფიურ სიბრძნეს. ამ ეტაპზე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსები (შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, კ. მეგრელიძე, მ. გოგიბერიძე, კ. კაპანელი, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი...) აქვეყნებენ ფუნდამენტურ ნაშრომებს ანტიკური ფილოსოფიის ისტორიის, ახალი და უახლესი ფილოსო-ფიის პრობლემებზე, გერმანული ფილოსოფიის წარმომადგენლებზე, ლოგიკაში, ესთეტიკაში, შემეცნების თეორიის პრობლემებზე, სოციოლოგიაში. ამ ხანებში ინტენსიურად მიმდინარეობს მარქსისტული ფილოსოფიის საკითხების დამუშავება. II ეტაპის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსება 1946 წელს, რითაც საქართველოში უნივერსიტეტის შემდეგ ახალი ფილოსოფიური ცენტრი ჩამოყალიბდა. III ეტაპი 60-იანი წლებიდან იწყება.ეს ის დროა, როცა საბჭოთა კავშირში იდეოლოგიური წნეხის ერთგვარი შესუსტება იწყება, რამაც ახალი სტიმული მისცა საბჭოთა კავშირის ხალხების ინტელექტუალურ პოტენციალს, მათ შორის ქართველ ფილოსოფოსებს. ამ დროიდან უფრო ინტენსიურად იწყება თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიაში უკვე დიდი ხანია აქტუალურად ქცეული ფილოსოფიური მიმართულებებისა და თვალსაზრისების (აქსიოლოგია, ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია და სხვ.) შესწავლა და ანალიზი. მეოცე საუკუნის ბოლო წლების ქართული ფილოსოფია მნიშვნელოვანწილად იყო ორიენტირებული აქსიოლოგიასა და ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაზე, რამაც დიდად განსაზღვრა კულტურის ფილოსოფიის მძლავრი კერის ჩამოყალიბება საქართველოში. ეს კვლევა-ძიება საქართველოში ორიგინალური და ჰუმანური სულისკვეთებისაა, რაც განაპირობა, ერთი მხრივ, აქსიოლოგიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ტრადიციებმა და, მეორე მხრივ, დასავლეთის ფილოსოფიის საფუძვლიანმა შესწავლამ და ანალიზმა; ასევე, კულტურის კრიზისის გაცნობიერებამ, რომელიც მოცემულია ქართველ ფილოსოფოსთა ნაშრომებში. აღნიშნული პრობლემების დამუშავება საქართველოში მიმდინარეობდა ფილოსოფიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში. 70-იანი წლებიდან ფილოსიფიის ინსტიტუტში სტრატეგიული ხაზი და პრიორიტეტული მიმართულება იყო: ადამიანი, ღირებულება, კულტურა.
ხელმძღვანელი: ბოჭორიშვილი თინათინ
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: საკითხის აქტუალობას განაპირობებს ახლებური მიდგომა მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიისადმი
მოსალოდნელი სიახლე: აღნიშნული კვლევა არის ახლებური მიდგომის მცდელობა მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიისადმი
სავარაუდო გეგმა: სამწლიანი გეგმა
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: სამეცნიერო გრანტი
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: კვლევის დასრულების შემდეგ სტატიას გამოვაქვეყნებ ინგლისურ ენაზე საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალში -The Caucasus Journal of Social Sciences

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა