პროექტის დასახელება: |
„ქართული ისტორიული აზრის განვითარების ისტორია XVIII-XX სუკუნეები (ვახუშტი ბაგრატიონიდან ივანე ჯავახიშვილამდე)“ |
მოკლე აღწერა: |
ერთიანი, მონოგრაფიული ნაშრომი ქართული ისტორიული აზრის განვითარების მიმართულებით დღემდე არ შექმნილა. ვფიქრობთ, ეს პრობლემა გადასაწყვეტია. საჭიროა ქართული ისტორიული აზრის ზოგადი ტენდენციების, მიზნებისა და ამოცანების გამოკვეთა, მასზე დროისა და ეპოქის მოვლენების, იდეური და იდეოლოგიური პროცესების ზემოქმედების ჩვენება, იმ ისტორიკოსთა ღვაწლის წარმოჩენა, რომელთა კვლევებში არსებული სიახლეები ჯერაც არაა შეფასებული და ფართო საზოგადოებისთვის ხეწლმისაწვდომი.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი იქნება პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ექნება როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო ღირებულებაც. მასში შევა თითქმის ყველა ის ისტორიკოსი, რომელთა ნააზრევი ქმნიდა და ქმნის ქართულ ისტორიულ აზროვნებას მე-18 საუკუნიდან დღემდე, მკითხველი გაეცნობა იმ მეთოდებსა და მეთოდოლოგიას, რომელთაც თავიანთ კვლევებში ეს ავტორები იყენებდნენ. შესწავლილი იწნება წყაროებისადმი მათი დამოკიდებულება, ობიექტურობა პიროვნებებისა თუ მოვლენების შეფასებისას და სხვ.
ნაჩვენები იქნება, რომ მე-18 საუკუნის ქართულ ისტორიულ კვლევებში იწყება ისტორიის წყაროებისა და დამხმარე დისციპლინების ჩართვა, ევროპული კვლევების გამოცდილების გაზიარება, აღმოსავლურ წყაროებთან ერთად ევროპული წყაროების გამოყენება. ქართული ისტორიოგრაფიის მთავარ ამოცანას მე-18 სუკუნეში საქართველოს ერთიანობის იდეის განხორციელება წარმოადგენდა. მომავალი ერთიანი საქართველოს კონტექსტში ისტორიკოსები აანალიზებდნენ წარსულს, აღნუსხავდნენ და აფასებდნენ თანამედროვე მოვლენებს. ძველი მატიანეების შევსება ხდებოდა ახალი წყაროებით, რაც შეეხება მათ მიერ თანამედროვე ვითარების აღწერა-ანალიზს, ამას მომავალი თაობების ისტორიკოსთათვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.
მე-19 საუკუნის ისტორიოგრაფიულ კვლევების ძიორითადი მიზანი იყო რუსეთის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა, ისტორიის აქტივაცია და ქართველი ერის კონსოლიდაცია ეროვნული იდეისა და ქართველი ერის ისტორიის გარშემო, იმ ისტორიული წარსულის გახსენებით, როდესაც ქვეყანა ძლიერი და ერთიანი იყო, ქართველ ერში დამარცხებულის სინდრომის, ნიჰილიზმისა და კოლაბორაციონისტული განწყობების ნიველირება, ამასთანავე, პასუხი უნდა გასცემოდა საქართველოს ისტორიული წარსულის მიზანმიმართულ დაკნინებას იმპერიული იდეოლოგების მხრიდან, რასაც ისინი ქართველი ერის სრული ასიმილაციის მიზნით აკეთებდნენ.
საინტერესოა და მრავალმხრივი მე-20 საუკუნის ქართული ისტორიოგრაფია.
განსხვავებული პოლიტიკური და სოციო-კულტურული ვითარების პირობებში, ახალი იდეებისა და იდეოლოგიური მიმართულებების შემოსვლისას, მე-20 საუკუნის იმპერიის ხანაში (1900-1917)დამოუკიდებლობის დროს (1918-1921), საბჭოთა ტოტალიტარიზმის (1921-1990)თუ პოსტსაბჭოთა ხანაში 1991-დან დღემდე) ქართული ისტორიული აზროვნება იცვლებოდა. ამ პროცესებს შესწავლა და შეფასება ჭირდება.
საკვლევ პერიოდში მოღვაწე ყველა მკვლევარი პროფესიონალი ისტორიკოსი არ ყოფილა, ეს ძირითადად ეხება მე-18-მე-19 საუკუნეებს. მიუხედავად ამისა, მათ წარსულის კვლევისადმი დიდი ინტერესი და მისწრაფება, პასუხისმგებლობა,მოვლენათა ღრმა ანალიზის უნარი გააჩნდათ, სურდათ ქართველი ხალხის ისტორიული წარსულის თანამედროვეებთან მიტანა, გაგებინება და ახსნა. მათი ღვაწლი განუზომლად დიდია და დასაფასებელი. მათი ისტორიული შეხედულებები საინტერესოა მაშინაც კი, როდესაც ისინი უბრალოდ გადმოსცემენ თვალით ნანახსა და განცდილს, საკუთარი ემოციების და შეფასებების გარეშე ყვებიან ტრაგიკულ მოვლენებზე, მაშინაც, როდესაც ცალკეული ამბების ახსნასა და ანალიზში ცდებიან. მათი შეცდომებიც გასათვალისწინებელია, რადგან ხშირად შეცდომების დანახვა ჭეშმარიტების აღმოჩენას აადვილებს.
პროექტი მოიცავს მე-18- 21-ე საუკუნეებს. ნაშრომში შევა ისტორიულ თემაზე შექმნილი ყველა ის ნააზრევი, რომელთაც მნიშვნელოვანი სიტყვა თქვეს ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენასა და პროცესზე, ამით თავისი წვლილი შეიტანეს ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში.
პროექტი ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნება ქართული ისტორიული აზრის განვითარება ვახტანგ VI-დან რუსეთის იმპერიის დანგრევამდე. აქვე შევიტანთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში შექმნილ საისტორიო კვლევებს.
პროექტის მეორე ნაწილი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდს დაეთმობა.
პროექტის ორივე ნაწილი შესრულდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ავტორები შერჩეული იქნება ერთი კრიტერიუმით: მათ შრომებში მოტანილი სიახლით, წყაროების სიუხვითა და კონცეპტუალურად სწორი აქცენტების დასმით, ქართული ისტორიული აზრის განვითარებაში შეტანილი წვლილის მიხედვით. |
ხელმძღვანელი: |
ჭუმბურიძე დოდო |
თანახელმძღვანელი: |
|
მონაწილეები: |
ლეკიაშვილი თამრიკო |
საკითხის აქტუალობა: |
საკითხის აქტუალობას პირველ რიგში მსგავსი გამოკვლევის უქონლობა განსაზღვრავს. ქართული ისტორიული აზრის განვითარების შესახებ მხოლოდ მე-18 საუკუნის ავტორების ნაშრომებია შესწავლილი (ისიც გარკვეული სახით, ზოგჯერ საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტით), მე-19 საუკუნიდან დღემდე კი ერთიანი ისტორიოგრაფიული ნაშრომი არ არსებობს, სტუდენტებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს უწევთ სხვადასხვა ავტორთა შესახებ არსებული ლიტერატურის ფრაგმენტულად მოძიება; მეორე: ჩვენში მყარად ჩამოყალიბდა აზრი, რომ სამეცნიერო კვლევები ქართული ისტორიოგრაფიის მიმართულებით იწყება მხოლოდ ივანე ჯავახიშვილიდან, მანამდე არსებული ისტორიოგრაფიული ძიებანი მიჩნეულია როგორც არამეცნიერული, ზოგჯერ დილეტანტური, შეფასებულია მცდარი და მიუღებელი კონცეპტებით. ამ თვალსაზრისის მცდარობას კარგად დავინახავთ, როდესაც მე-18-მე-19 საუკუნის მოღვაწეთა ისტორიულ ნააზრევს, მათ მიერ წარსულის ისტორიული ფაქტების შეფასებას გავეცნობით. ცხადი გახდება, რომ მთავარ მოვლენებს ისინიც ისევე ობიექტურად აფასებდნენ, როგორც მე-20 საუკუნის ქართველ ისტორიკოსთა ცნობილი წარმომადგენლები.
ცარიელ ადგილზე არცერთი დიდი კულტურული მოვლენა არ წარმოიქმნება, მას წინაპირობა, ფონი და გარკვეული ენერგიის მიღება ასაზრდოებს. ის ყველაფერი, რაც ივანე ჯავახიშვილამდე მოღვაწე ქართული საისტორიო აზრის მკვლევრებმა შექმნეს, ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მიღწევების საფუძველი გახდა. ეთნოკულტურულ პროცესებზე, სახელმწიფოებრივ და სოციალურ სტუქტურებზე, ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციასა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჯერ კიდევ მათ ჩამოაყალიბეს მყარი და სწორი წარმოდგენები, რაც ეხმარებოდა მომდევნო პერიოდის ისტორიულ აზროვნებას ასევე მყარი და სწორი კონცეფციებისა და მომავლის ორიენტირების შემუშავებაში. ამ ხარვეზების აღმოფხვრის სურვილი საკვლევი პრობლემის აქტუალობას ზრდის.
ეროვნული იდეოლოგიისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის პროცესში განუსაზღვრელია ჩვენ მიერ შედგენილ სამეცნიერო პროექტში გათვალისწინებულ მოაზროვნეთა წვლილი, მათ შეძლეს ეროვნული იდენტობის დაცვისთვის საშიშ ხანაში, მეზობელი იმპერიების სამხედრო და კულტურული ექსპანსიების დროს ერი გაემხნევებინათ, შეენარჩუნებინათ მისი საბრძოლო სულისკვეთება, შეექმნათ განგრძობადი ისტორია.
საისტორიო აზრის განვითარება იმ გენიოსი ადამიანის ცხოვრების გზას შეიძლება შევადაროთ, რომელიც ნელა, შეუმჩნევლად ვითარდება, ბავშვობიდან მოყოლებული, სულიერად და ფიზიკურად იზრდება, სანამ უეცრად არ აფეთქდება და თვალისმომჭრელი სინათლით არ მოევლინება საზოგადოებას. ასე ნელა, თანმიმდევრობით, უამრავი ძიებითა და მიგნებებით, ამასთანავე ბევრი შეცდომებითაც ვითარდებოდა ქართული ისტორიოგრაფია ვახტანგ VI-დან და ვახუშტი ბატონიშვილიდან ივანე ჯავახიშვილამდე. ეს საქართველოს ისტორიის ახალი პერიოდია, აღმოსავლეთის კარგად მცოდნე, მაგრამ ევროპასთან უფრო მეტად დაახლოებული ისტორიული ცნობიერებით. |
მოსალოდნელი სიახლე: |
პროექტის მოსალოდნელი სიახლე იქნება:
1. სამ ან ოთხ წიგნად გამოცემული ( ამას შესრულებული სამუშაოს ფორმატი განსაზღვრავს) მონოგრაფიული შრომა _ „ქართული ისტორიული აზრის განვითარების ისტორია XVIII-XXI საუკუნეებში“;
2. პირველ ეტაპზე (2022-2023) დაიწერება და გამოიცემა პროექტის პირველი ნაწილი_ „ქართული ისტორიული აზრის განვითარება ვახუშტი ბაგრატიონიდან ივანე ჯავახიშვილამდე“;
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნება 39 ავტორის ისტორიული ნააზრევი. ბევრი მათგანი სრულიად შეუსწავლელია, ზოგიერთი საბჭოთა კონიუნქტურითაა ნაკვლევი, ან, უკეთეს შემთხვევაში, არასაკმარისად, ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში. ჩვენი მიზანია ამ ავტორთა ნააზრევი ვაჩვენოთ სრულად, ამისთვის გამოვიყენოთ საარქივო მასალები, სამეცნიერო ლიტერატურა, ძველი პრესის პუბლიკაციები.
მოპოვებული იქნება ფოტო და სხვა სახის თვალსაჩინოება (ცხრილები, დიაგრამები,სიგელ-გუჯართა ფოტოები და სხვ.), რომელიც გამოსაცემი წიგნისთვის იქნება საჭირო. |
სავარაუდო გეგმა: |
პროექტის სავარაუდო გეგმა
წინასწარი გეგმით ( მას შესაძლოა დაემატოს ავტორები) გათვალისწინებული გვაქვს გამოკვლევის დაწერა შემდეგი ავტორების შესახებ:
1. ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიული ნააზრევის სამეცნიერო ღირებულება;
2. სეხნია ჩხეიძე _ ქრონოლოგიური ცნობებისა და გადმოცემული ამბების სიუხვე;
3. პაპუნა ორბელიანი _ აღორძინების ხანის ქართული საისტორიო მწერლობის მიღწევა;
4. ომან ხერხეულიძის თვალით დანახული და შეფასებული ერეკლე მეორის ეპოქა;
5. თეიმურაზ ბაგრატიონი _ „„ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“.;
6. ვახტანგ ბაგრატიონი _ "ისტორიებრივი აღწერის“ მიზანი და ამოცანა;
7. დავით ბატონიშვილი _ ახალი ისტორია;
8. ალექსანდრე ამილახვარი
9. ქართული ისტორიოგრაფიული მეცნიერების მდგომარეობა 50-60-იან წლებში; ლიბერალური და კონსერვატული მიდგომები ისტორიული პროცესების აღქმებსა და შეფასებებში;
10. რას ეფუძნებოდა თერგდალეულთა ისტორიოგრაფიული ცნობიერება: თავისუფლების ერთი ყლუპი იმპერიული ხანის დასაწყისში და სოლომონ დოდაშვილის „ისტორიული ლოგიკა“;
11. ილია ჭავჭავაძე (1837-1907) და საქართველოს ისტორიული წარსულის ახალი გააზრება ნაციონალიზმის ეპოქაში;
12. აკაკი წერეთელი (1840-1915): ისტორიული წარსული აკაკის ნააზრევსა და მხატვრულ შემოქმედებაში;
13. იაკობ გოგებაშვილი და საქართველოს ისტორიის საკითხები;
14. სერგეი მესხი (1845-1883): როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორია იმპერიულ ხანაში;
15. ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) პუბლიცისტიკაში საქართველოს ისტორიული წარსულისა და მომავლის კონცეპტუალური ხედვა;
16. „ივერიის“ როლი საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევაში და ახალი ხედვები კრიტიკულ მოვლენათა შეფასებებში; ნიკო ხიზანაშვილი ( 1851-1906);
17. ალექსანდრე ფრონელი (ყიფშიძე) (1862-1916) _ მე-19 საუკუნის ანტირუსული აჯანყებების ქრონიკა;
18. სულხან ბარათოვი და ახალი ევროპული ისტორიული აზროვნების შემოტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში;
19. ალექსანდრე ხახანაშვილი (1864-1912) და საქართველოს ისტორიის საკითხები;
20. დავით ჩუბინაშვილი
21. პოლიევქტოს კარბელაშვილის (1855-1936) ისტორიოგრაფიული კვლევები;
22. ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) ღვაწლი და მისია ისტორიული წარსულის მასალების კვლევასა და შენახვაში;
23. მოსე ჯანაშვილის (1855-1934) საისტორიო-საეთნოგრაფიო კვლევები;
24. დიმიტრი ჯანაშვილის (1840-1905) „რვეულები“;
25. გიორგი წერეთლის (1842-1900) საისტორიო შრომები და „ივერიისგან “ განსხვავებული წარსულის შეფასებები„კვალში“;
26. მიხეილ ხელთუფლიშვილი (1869-1895), გეორგიევსკის ტრაქტატის, გიორგი XII_ის „სათხოვარი პუნქტების“ და საქართველოს სხვა მეფე-მთავართა მიერ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ;
27. არჩილ ჯორჯაძის (1872-1913) თვალსაზრისი საქართველოს ისტორიულ წარსულსა და მომავალზე;
28. მიხეილ თარხნიშვილი ( 1897-1958);
29. თედო ჟორდანია ( 1854-1916)_ ისტორიული ქრონიკების უბადლო შემგროვებელ-შემსწავლელი;
30. მიხაკო წერეთელი (1878-1965): საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის საკითხები მ. წერეთლის კვლევებში;
31. ალექსანდრე ცაგარელის (1844-1929) კვლევები პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიასა და თავისუფალ საქართველოში;
32. პავლე ინგოროყვა (1893-1983) _ დიდი მეცნიერი და მუდმივად მაძიებელი ისტორიკოსი;
33. ზურაბ ავალიშვილის (1874-1944) ისტორიოგრაფიული კვლევები რუსეთზე, საგარეო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ საკითხებზე;
34. დიმიტრი ბაქრაძის (1826-1990) წვლილი ქართულ ისტორიოგრაფიაში;
35. ექვთიმე თაყაიშვილი (1862-1953): ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოლოგი, სიძველეთა აღმნუსხავი და შემსწავლელი;
36. მიხეილ თამარაშვილის (1858-1911) წვლილი ქართული კათოლიკობის ისტორიის შესწავლის საქმეში;
37. სარგის კაკაბაძე (1886-1967): საქართველოს ისტორია თავისუფლების ხანაში და შემდგომ...
38. სიმონ ქვარიანი (1868-1946)
39. სიმონ ავალიანი (1881-1922) |
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
განვითარების პროგრამა |
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: |
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტი |
დაწყება: |
2022-04-15 |
დასრულება: |
2023-04-15 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
დაფინანსდა კი/არა: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|