საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მხატვარ გიგო გაბაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევა
მოკლე აღწერა: მხატვარი გიგო გაბაშვილი ქართული პროფესიული მხატვრების პირველი თაობის ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და ქართულ სახვით ხელოვნებაში მრავალი მხატვრული სიახლის დამამკვიდრებელია. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილი - მრავალპლანიანი და სიღრმისეული კვლევა სამეცნიერო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გიგო გაბაშვილის ანდერძის შესაბამისად, არის პირდაპირი მემკვდირე მუზეუმისთვის გადაცემული უნიკალური კოლექციის - ფერწერა, გრაფიკა, ეთნოლოგიური კოლექცია, ბიბლიოთეკა, არქივი, ავეჯი და ა. შ. მხატვრობის კოლექცია, ისევე როგორც საარქივო მასალა, შეიცავს ისეთ ხელნაწერ დოკუმენტებს, რომელიც არასდროს ყოფილა გამოქვეყნებული - მხატვრის მეუღლის მოგონებების სტენოგრაფიული ჩანაწერი, გიგო გაბაშვილის წერილები, ასევე მისი ჩანაწერები სახვითი ხელოვნების საშუალებებსა და ხერხებზე და ა. შ. მნიშვნელოვანია ამ მასალის შესწავლა - როგორც წაკითხვა და თარგმნა, ასევე მეცნიერული კვლევა, მათი დაკავშირება მხატვრის შემოქმედებით განვითარებასთან, მისი მხატვრობის თავისებურებებთან. ამ დოკუმენტაციისა და მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლა ევროპულ ხელოვნებათან მიმართებაში, კონტექსტში, საინტერესო დასკვნების გამოტანის და ქართული ხელოვნების ისტორიის საინტერესო კუთხით განხილვის და წარმოჩენის შესაძლებლობას მოგვცემს.
ხელმძღვანელი: ხუნდაძე ნინო
თანახელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: გიგო გაბაშვილი ერთნაირად მნიშვნელოვანი შემოქმედია, როგორც საქართველოსთვის, ასევე იგი მეტად საინტერესოა უცხოელი მკვლევარებისთვისაც. მან პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. თავდაპირველი განათლება საქართველოში მიიღო, შემდეგ სანკ-პეტერბურგის სამეფო აკადემიაში სწავლობდა, ბოლოს კი მიუნხენში. მისი მრავალმხრივი შემოქმედება სტილური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია. მის შესახებ დამკვიდრებულია წარმოდგენა რეალისტ მხატვარზე. ამ ბოლო ხანებში გამოიცა 2 ნაშრომი გიგო გაბაშვილის შემოქმედების განსხვავებულ ტენდენციებზე, თუმცა სრულყოფილად შესწავლილი მისი შემოქმედება, ასევე სახვით ხერხებთან დაკავშირებული მისი თეორიული კვლევა არ ყოფილა. ასევე ბმა მხატვრის შემოქმედებისა მის თეორიულ მოსაზრებებთან, მეცნიერული კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა. ეს საკითხები განსაზღვრავს პროექტის აქტუალობას, რაც საინტერესო დასკვნების გამოტანის და ქართული ხელოვნების ისტორიის საინტერესო კუთხით განხილვის და წარმოჩენის შესაძლებლობას მოგვცემს.
მოსალოდნელი სიახლე: კვლევის საბოლოო შედეგია მონოგრაფია გიგო გაბაშვილის ცხოვრებასა და მის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე, მხატვრის როლზე როგორც ქართული ხელოვნების ისტორიაში, ასევე ევროპული ხელოვნების კონტექსტში მისი კულტურული კავშირებისა თუ კუთვნილების განსაზღვრა. გიგო გაბაშვილი მიეკუთვნება პროფესიონალ ქართველ მხატვართა პირველ თაობას. მისი შემოქმედება არის მასშტაბური, როგორც ფორმის, ასევე შინაარსის თვალსაზრისით. გიგო გაბაშვილის შემოქმედება ერთგვარი დაგვირგვინებაა წინა ეპოქების ქართული ხელოვნების განვითარების და ახალი, მოდერნისტული ხელოვნების დასაბამი, მისი საფუძვლის ჩამყრელი. გაბაშვილის შემოქმედებას ეძღვნება საინტერესო ნაშრომები, თუმცა არსებობს სრულიად შეუსწავლელი მასალა, რისი კვლევაც წარმოდგენას და ცოდნას მხატვრის შემოქმედების შესახებ სრულყოფილს გახდის. სავარაუდოა, რომ კვლევისას მნიშვნელოვანი სიახლეეები გამოიკვეთოს წინა ეპოქების ქართული ხელოვნების განვითარების მიმართულებით, ასევე მომდევნო, ახალი ხელოვნების ჩამოყალიბებისა და მისი მხატვრული თავისებურების განსაზღვის მხრივაც.
სავარაუდო გეგმა: I ეტაპზე შესრულდება უცხო ენაზე შექმნილი დოკუმენტების თარგამნები (7-8 თვე); II ეტაპზე ჩატარდება გიგო გაბაშვილის შემოქმედების სამეცნიერო კვლევა და ამ კვლევის დაკავშირება თარგმნილ დოკუმენტებთან, ანუ თავად გიგო გაბაშვილის თეორიულ მოსაზრებებთან (7-8 თვე); III შეიქმნება მხატვრის სურათების მაღალი რეზოლუციის ფოტო მასალა; მომზადდება წიგნის მაკეტი პუბლიკაციისთვის (3-4 თვე).
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი/ინსტიტუტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტი
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2025-12-25
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
დაფინანსდა კი/არა:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
პუბლიკაცია: პროექტი ითვალისწინებს ილუსტრირებული პუბლიკაციის გამოცემას.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა