საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ანტონ ვაჭარაძე

მკვლევარი

ჰუმანიტარული კვლევებისა და პოტენციურ სტუდენტთა ინფორმირების ფასილიტატორი

ბიოგრაფია

ანტონ ვაჭარაძე საქართველოს უნივერსიტეტში ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს ჰუმანიტარული (ისტორია, მეხსიერების კვლევები) მიმართულებით. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობს კვლევით მიმართულებას საარქივო, მეხსიერების და საბჭოთა კვლევების პროგრამის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI). ანტონ ვაჭარაძე განათლებით ისტორიკოსია, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები. სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. მისი სადოქტორო ნაშრომის თემაა - „ბათუმის საკითხი ანტანტის ქვეყნების საერთაშორისო პოლიტიკაში 1918-1921 წლებში“. ანტონ ვაჭარაძე 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში. 2012-2018 წლებში ეკავა საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის თანამდებობა. ამ პერიოდში ის მონაწილეობდა არქივის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში: მათ შორის არაერთი პროექტი ეხებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და წყაროების შესწავლას, აგრეთვე ამ პერიოდის პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებში, სტუდენტებში და საზოგადოების სხვა ჯგუფებში. მისი მონაწილეობით განხორციელებული პროექტებიდან სამი მოიცავდა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების შესწავლას და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ანტონ ვაჭარაძე სხვადასხვა წლებში იყო „შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ სამეცნიერო პროექტების გამარჯვებული.

განათლება

უნივერსიტეტი ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური სწავლის პერიოდი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარული ბაკალავრი 2008-01-09 - 2008-01-06
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარული მაგისტრი 2009-01-02 - 2011-01-03
ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტი მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი ხარისხის გარეშე 2013-01-09 -

პუბლიკაციები

პუბლიკაცია წელი
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე 1864-1926 2019
ირანში რუსეთის საიმპერატორო მისიის საქმიანობა საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის საარქივო მასალების მიხედვით 2019
ირანში რუსეთის იმპერატორის მისიის ეკლესიის საქმიანობა საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის საარქივო მასალების მიხედვით 2019
სარეჟიმო არქივები 2018
Pedagogy, modernity and nationalism in the Caucasus in the age of reaction, 1880–1905 2017
Problems of Archival Descriptions in Post-Soviet Countries: A Case Study of the Central Historical Archives of Georgia 2016
WWI According to the Documents Preserved in the National Archives of Georgia 2015
ანჩის სახარება 2014

კონფერენციები

კონფერენცია თარიღი
ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტ-კომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში 2020-02-15 - 2020-02-16
არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები 2018-10-25 - 2018-10-27
არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები 2018-10-25 - 2018-10-27
სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევები 2018-04-13 - 2018-04-15
ევროპის საარქივო ველი: ახალი ჰორიზონტები 2018-03-14 - 2018-03-16
სლავური, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიული კვლევები 2016-06-26 - 2016-06-28
ტრადიციული და ელექტრონული არქივირების ტექნიკური და საველე პრობლემები 2016-04-13 - 2016-04-15
პირველი მსოფლიო ომი 2014-06-18 - 2014-06-20
ტაო-კლარჯეთი 2012-09-05 - 2012-09-09

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა