საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ზვიად ტყეშელაშვილი

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ბიოგრაფია

ზვიად ტყეშელაშვილი - 1995 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა, მოგვიანებით კი, გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ხარისხის მაძიებელი. 1998 წელს მიიღო ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ახალგაზრდებთან ფსიქოლოგიური და აღმზრდელობითი მუშაობის ტრენინგები და მიღებული აქვს სერტიფიკატები. 1996-1998 წლებში იყო ყოველდღიური გაზეთის „პირისპირ“ მთავარი რედაქტორი, მთავარი რედაქტორ-გამომცემელის მოადგილე. მონაწილეობას იღებდა მხატვრული და მხატვრულ-პუბლიცისტური ფილმების - „უსუი“, „ნათელი იგი“, „ლომისობა“, ასევე მრავალი სარეკლამო რგოლის სცენარის შექმნასა და გადაღებებში. 1992 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას თსუ-ში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში. იყო სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ოფიციალური მეურვე და მზრუნველი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, სამეცნიერო მონოგრაფია. მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო და ლოკალური მასშტაბის სამეცნიერო კონფერეციებში, კონგრესებში და ასე შემდეგ...

განათლება

უნივერსიტეტი ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური სწავლის პერიოდი
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ფილოლოგიის მაგისტრთან გათანაბრებული 1987-01-09 - 1992-06-25
საქ. მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურა ხარისხის გარეშე 1992-01-12 - 1995-12-25
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი წყაროთმცოდნეობა ხარისხის გარეშე 1996-01-20 - 1998-06-30

პუბლიკაციები

პუბლიკაცია წელი
ეროვნული კონცეპტები ნიკო ნიკოლაძის თეორიულ ნააზრევსა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში 2018
სოლომონ დოდაშვილის სულიერი პორტრეტისათვის 2017
საქართველოს ისტორიული ექსკურსი გლობალიზაციის ჭრილში 2017
ბიბლიური რემინისცენციები ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ წყაროებში 2017
საქართველოს ახალი ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზა და ალექსანდრე ცაგარელი 2016
ხელოვნებისა და მეცნიერების, როგორც კულტურული ქმედების პრობლემა 2016
ბათუმში აშშ კონსულის მოღვაწეობის ვადების დაზუსტებისთვის 2016
სახელმწიფო მოწყობის იდეის ევოლუცია საქართველოში 2016

კონფერენციები

კონფერენცია თარიღი
პოსტ საბჭოთა საქართველო 01-01-1970
ჩვენი სულიერების ბალავარი 01-01-1970
ჩვენი სულიერების ბალავარი 01-01-1970
„წმ. ანთიმოზ ივერიელი (+1716) ევროპული და კავკასიური კულტურა და სულიერება მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში“ 01-01-1970
ჩვენი სულიერების ბალავარი 01-01-1970

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა