ნინო ხუნდაძე
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ბიოგრაფია
ნინო ხუნდაძე - მკვლევარი- ხელოვნებათმცოდნე, დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნინო ხუნდაძეს ხელოვნებათმცოდნეობაში, პედაგოგიკასა და საგამოფენო-საკურატორო საქმეში ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვს. თსუ - სა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავდა სალექციო კურსები მსოფლიო და ქართული ხელოვნების ისტორიაში, ასევე თბილისის კულტურის ისტორიის კურსი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 15 წლის განმავლობაში, ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარ კურატორად მუშაობისას ეწეოდა როგორც სამეცნიერო-კვლევით, ასევე საგამოფენო საქმიანობას. ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა როგორც სერთაშორისო, ასევე ქართული პროექტების განხორციელებაში. 2022 წლიდან ნინო ხუნდაძე არის საერთაშორისო სამუზეუმო გაერთიანების ICOM საქართველოს საბჭოს წევრი. ნინო ხუნდაძე არის ერთიანი ეროვნული და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებელი საგამოცდო ტესტების ავტორი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ნინო ხუნდაძე 2007-2021 წლებში მუშაობდა შპს ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ხელოვნების პედაგოგად. ნინო ხუნდაძეს გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო სტატია და არის 4 წიგნის ავტორი. 2021 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში მისი ხელმძღვანელობით პროექტმა მოიპოვა სამეცნიერო გრანტი.
განათლება
უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი |
საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური |
სწავლის პერიოდი |
თსუ |
ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება |
მაგისტრთან გათანაბრებული |
1985-01-01 - 1990-01-01 |
თსუ |
24. 00. 02. |
დოქტორი |
2005-04-24 - |
პუბლიკაციები
პუბლიკაცია |
წელი |
ფერმწერი რადიშ თორდია. |
2023 |
საქართველოს მხატვარი ქალები |
2022 |
ლადო გუდიაშვილი - თავისუფალი სულის შემოქმედი |
2021 |
მხატვარი ლეოპოლდ ძაძამიძე |
2021 |
ფერადებით წერის პროფესორი გიგო გაბაშვილი |
2020 |
პაბლო პიკასო |
2019 |
საქართველოს ეროვნული მუზეუმი |
2018 |
ეროვნული გალერეიდან საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმამდე |
2018 |
მაესტრო ზურაბ ნიჟარაძე 90 |
2018 |
მიკრო და მაკრო სამყარო მხატვრობაში. რამდენიმე შტრიხი ეკა კაკაბაძის პორტრეტისათვის |
2017 |
ზიგმუნტ (ზიგა) ვალიშევსკი |
2017 |
ქართული ხუროთმოძღვრება |
2016 |
ქართული მხატვრობა |
2015 |
მხატვარ-გრაფიკოსი მიხეილ ვარდიშილი |
2011 |
ნანა გერასიმოვა |
2007 |
XX საუკუნის ქართველ სამოციანელთა კულტურული ადაპტაციის საკითხისათვის |
2005 |
XX ს.50-60-იანი წლების ქართული და რუსული მხატვრობის განვითარების ზოგიერთი თავისებურებისათვის (დაზგური გრაფიკის მიხედვით) |
2003 |
პორტრეტი დიმიტრი ერისთავის შემოქმედებაში |
2003 |
კონფერენციები
კონფერენცია |
თარიღი |
საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო და მომავალი |
2023-10-07 - 2023-10-08 |
სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში |
2023-09-27 - 2023-09-29 |
საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო და მომავალი |
2022-11-26 - 2022-11-27 |
სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი შალვა ამირანაშილის დაბადების 120 წლისთავისადმი: ქართული ხელოვნება ეპოქები და ტენდენციები |
2019-01-01 - 2019-01-01 |
ავტოდიდაქტი:ვან გოგიდან ფიროსმანამდე |
2019-01-01 - 2019-01-01 |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი V სამეცნიერო საიუბილეო კონფერენცია - მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა |
2018-01-01 - 2018-01-01 |
თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის სამეცნიერო სესია მიძღვნილი პროფ. პარმენ ზაქარაიას ხსოვნისადმი |
2003-01-01 - 2003-01-01 |
კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის პრობლემები: XXI საუკუნე |
2003-01-01 - 2003-01-01 |