საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ეკა ორაგველიძე

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ბაზის ოპერატორი

მეცნიერი თანამშრომელი

ბიოგრაფია

ფილოლოგიის დოქტორი ეკა ორაგველიძე. მისი სადოქტორო ნაშრომი შეეხებოდა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ კვლევას. ნაშრომის სათაურია „თვითშემეცნების პრობლემა და „დავითიანის“ არქტიტექტონიკა“. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ ასოცირებული პროფესორი ნესტან სულავა. ეკა ორაგველიძე გახლავთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ კონკურსის გამარჯვებული პროექტის „თვითშემეცნების პრობლემა და „დავითიანის“ არქტიტექტონიკა“ (SP-22-1258) ავტორი. დასახელებული საკონკურსო პროექტის ფარგლებში 2023 წელს გამოსცა მონოგრაფია ამავე სათაურით. ეკა ორაგველიძე 2003 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. მინიჭებული აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ამჟამად მუშაობს „იუჯი სკოლაში“. გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი. ძირითადად მუშაობს ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით. აქტიურად იკვლევს დავით გურამიშვილის შემოქმედებას. მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მისი მოხსენებები მეტწილად შეეხება ძველი და ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს. პერიოდულად აქვეყნებს პუბლიკაციებს სხვადასხვა რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით. 2023 წელს გამოსცა წიგნი "2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტების ნიმუშები ქართულ ენასა და ლიტერატურაში".

განათლება

უნივერსიტეტი ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური სწავლის პერიოდი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგია დოქტორი 2017-01-01 - 2023-01-01

პუბლიკაციები

პუბლიკაცია წელი
„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის„თავისუფლება“ ლიტერატურულ-ესთეტიკური საფუძვლები“ 2024
„თვითშემეცნების პრობლემა და „დავითიანის“ არქიტექტონიკა“ 2023
„ილია ჭავჭავაძე სიკვდილით დასჯის კანონის წინააღმდეგ“ 2023
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტების ნიმუშები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2023
„ალეგორიული თხრობის შუასაუკუნეობრივი მოდელი დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით“ 2023
თვითშემეცნება, როგორც „დავითიანის“ სტრუქტურული მთლიანობის საფუძველი 2023
„მხიარული ზაფხული“ და ღვთაებრივი ქორწინების იდეალი“ 2022
„ადამიანი - უფლის მევალე“ 2021
„ახალი ყრმის“ იდეალი დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით“ 2020
„სიყვარული დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით“ 2019

კონფერენციები

კონფერენცია თარიღი
III საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი“ 2024-11-01 - 2024-11-03
VIII სამეცნერო კონფერენცია "ენა და კულტურა" 2023-11-25 - 2023-11-25
IIსაერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო,მომავალი“ 2023-10-07 - 2023-10-08
Iსაერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო,მომავალი“ 2022-11-26 - 2022-11-27
ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე სერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში 2022-05-27 - 2022-05-29
ახალგაზრდა მეცნიერთა მესამე სერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში 2019-11-27 - 2019-10-30

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა