დავით გაგოშიძე
მეცნიერი თანამშრომელი
ბიოგრაფია
დავით გაგოშიძე - 2016 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, 2017-2022 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის, თბილისის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ლაბორანტი. აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. 2017-2019 წლებში დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დედოფლის გორის არქეოლოგიურ ექსპედიციას და სისტემატიურად აქვეყნებდა გათხრების ანგარიშებს.
დავით გაგოშიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონფერენციებში და ვორქშოფებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე, მათ შორის ერთი მაღალრეიტინგულ ჟურნალში (“A possible portrait of Ptolemy I from Dedoplis Gora in Caucasian Iberia (Georgia)”, Journal of Roman Archaeology, Volume 34, Number 1, New York, 2021, 211-219). არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალის, „ქრონოსის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2018 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.
განათლება
უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი |
საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური |
სწავლის პერიოდი |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა |
ბაკალავრი |
2009-09-14 - 2014-06-27 |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა |
მაგისტრი |
2014-09-22 - 2016-06-24 |
პუბლიკაციები
პუბლიკაცია |
წელი |
კონტაქტები პტოლემაიოსების ეგვიპტესა და ქართლის სამეფოს შორის: ეგვიპტური ნაწარმი დედოფლის გორის სასახლეში |
2023 |
Dedoplis Gora - antyczna rezydencja kaukaskich władców |
2023 |
Female Burial from Doghlauri: For the chronology of Late Bronze Age Caucasus |
2022 |
The Late Hellenistic – Early Roman period Cemetery |
2022 |
A possible portrait of Ptolemy I from Dedoplis Gora in Caucasian Iberia (Georgia) |
2021 |
ტახტიძირის გვიანელინისტური-ადრერომაული ხანის სამაროვანი |
2020 |
კონფერენციები
კონფერენცია |
თარიღი |
ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა ვარძიის XIV საერთაშორისო კონფერენცია |
2023-06-01 - 2023-06-05 |
13th International Congress on the Archaeology of the Ancient Near East |
2023-05-22 - 2023-05-26 |
3rd International Congress on Archaeological Sciences in the Eastern Mediterranean and the Middle East (ICAS-EMME 3) |
2022-03-14 - 2022-03-18 |
აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია |
2021-12-20 - 2021-12-22 |
ოთ. ლორთქიფანიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა XII საერთაშორისო კონფერენცია |
2021-05-30 - 2021-06-03 |
The Caucasian Gates (Dariali Gorge in Georgia) within the framework of the Persia and its Neighbours Project |
2016-11-22 - 2016-02-24 |