მარინე ამაშუკელი
მკვლევარი
ბიოგრაფია
მარინე ამაშუკელი - მოწვეული ლექტორი - უძღვება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სალექციო კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მას აქვს იურისტის პროფესია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი. მარინე ამაშუკელს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სახელმწიფო უწყებებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის იურიდიულ დეპარტამენტს, მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში და საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოში.
მან ასევე იმუშავა სამართალმცოდნეობის მასწავლებლად როგორც თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში, ასევე გურჯაანის რაიონის სკოლებში და მოღვაწეობდა იურისტ-კონსულტანტად საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს №9 ტრესტში. მარინე ამაშუკელს გააჩნია სამართლის მიმართულებით სწავლების, კონსულტირების და კვლევის მდიდარი გამოცდილება, აგრეთვე მრავალი წლის პრაქტიკული საქმიანობა სახელმწიფო მართვისა და სამართლებრივი რეგულირების სფეროში.
განათლება
| უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი |
საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური |
სწავლის პერიოდი |
| თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
იურიდიული ფაკულტეტი |
ბაკალავრი |
09/01/1966 - 10/29/1972 |