თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ, მულტიდისციპლინურ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულს, რომლის მთავარი მიზანია ქართველოლოგიის სფეროში კვლევების დაგეგმვა, კოორდინირება და განხორციელება, რაც, ფართო გაგებით, მოიცავს საქართველოს შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ დარგს: ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ხელოვნებას, არქეოლოგიას, ფოლკლორისტიკას, ეთნოგრაფიას, ნუმიზმატიკას, სფრაგისტიკას, ისტორიას, ეკონომიკას, სამართალმცოდნეობას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ეპიგრაფიკას, პალეოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას და ა.შ.
ინსტიტუტი გეგმავს ეროვნული და საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებებს და თანამშრომლობს სხვადასხვა აკადემიურ ინსტიტუტებთან, კვლევით თუ სასწავლო ცენტრებთან.
ინსტიტუტის დირექტორია მისი დამაარსებელი, პროფესორი მანანა სანაძე.