მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
პრეზიდენტი
პროფესორი
მანანა სანაძე - საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიაღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყნათმცოდნის სპეციალობით, თურქეთის განხრით (1975 წ.).
1979-2004 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი - უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ თნამშრომლად.
ამავე უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (1979 წ.) და სადოქტორო (2002 წ.) დისერტაციები საქართველოს ისტორიაში.
2002 - 2004 წლებში იყო ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი;
1999-2008 წლები იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი;
2009 წლიდან არის სკრენტონის უნივერსიტეტის (ა. შ. შ. ) აფილირებული პროფესორი;
2002-2004 წლებში მ. სანაძემ გ. ალასანიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს უნივერსიტეტი. ამის შემდეგ 2014 წლის ივნისამდე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.
2015 წლიდან დღემდე ის არის ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
სპორტული მიღწევები:მ. სანაძეარის სპორტის ოსტატი ჭადრაკში, თბილისის ქალთა ჩემპიონატის ოქროს და საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ქალთა საკავშირო ჩემპიონატის ორგზის მონაწილე (1968, 1970 წწ.).
ჯილდოები:
მონოგრაფიისათვის - გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს.- 1982 წელს დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი პრემიით.
საქართელოს საგანამანათლებლო სისტემის განვითარებასა და ისტორიის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.
2015 წელს ჩინეთის ნაცილონალური გამომცემლობების ფონდმა გამოსცა ბიოგრაფიული წიგნი მანანა სანაძის შესახებ (ჩინურ ენაზე).
სამეცნიერო სფერო
მ. სანაძე სამეცნიერო მუშაობის სფეროა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი არმოსავლეთის ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორია. ის არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ატლასები. სულ ახლახანს (2017) ა.შ.შ.-ში, გამომცემლობა ედვინ მელენ პრესმა გამოსცა მ. სანაძის მონოგრაფია ორ ტომად.
მ. სანაძის მეცნიერული თვალსაზრისები თავმოყრილია შემდეგ ძირითად შრომებში:
1. გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს. 1979. თბილისი. თსუ. გამომცემლობა მეცნიერება;
2. ქართლის ცხოვრება და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე). 2001. გამომცემლობა საქარველოს მაცნე;
3. VI ს-ის ისტორიული ქრონიკა "დავით და კონსტანტინეს წამებაში", 2013. (თანაავტორი გ. არახამია) საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
4. ქართველთა ცხოვრება: წიგნი III, ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე). 2016. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
5. Chronology of the Georgian Kings and Patriciansof theAncient Period and the Early Middle Ages: volume 1 – The Pagan Georgian Kings, volume 2 – The Christian Georgian Kings and Patricians. 2017. The Edwin Mellen Press.
საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი შრომები, სახელმძღვანელოები და ისტორიულ-გეოგრაფიული ატლასები:
1. ქართლის ცხოვრება წ. I (1994), წ. II (1998)ადაპტირებული ბავშვებისათვის (თანაავტორი ნ. შოშიაშვილი). თბილისი: ნეკერი.
2. საქართველოს ისტორია წ.1 (ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები). 2003. (თანაავტორი თ. ბერაძე). თბილისი: საქართველოს მაცნე.
3. საქართველოს ისტორიული ატლასი. 2008, თანაავტორები (თ. ბერაძე, კ. თოფურია)
4. შესავალი მსოფლიო ისტორიაში. 2015. წ. I, წ. II (მეხუთე გამოცემა). საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
5 აფხაზეთი: საქართველოს ისტორიული ატლასი. 2013. (თანაავტორები:თ. ბერაძე, კ. თოფურია, ბ. ხორავა). საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;
ლიტერატურული მოღვაწეობა:
მ. სანაძე ავტორია საბავშვო მოთხრობების, რომლებიც ორ წიგნად გამოიცა სათაურით: ბებოს ზღაპრები, 2017, წ. I და წ. II.
პუბლიკაცია | წელი |
ქართლის მეფე დარჩილი ( ვახტანგ გორგასლის ვაჟი) და მისი ცხოვრების ამსახველი ქრონიკები | 2020 |
შესავალი ქართველთა ცხოვრებაში (ქართველთა ცხოვრება წიგნი I) | 2019 |
ბებოს ზღაპრები, წიგნი II | 2018 |
ბებოს ზღაპრები | 2017 |
„ქართლის ცხოვრება“ და საქართველოს ეკლესია | 2016 |
ქართლის მეფეების და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ქართველთა ცხოვრება წიგნი III) | 2016 |
ვახტანგ გორგასლის მეფობის გადათარიღებისათვის | 2015 |
საქართველოს ისტორია (სალექციო კურსი) | 2015 |
შესავალი მსოფლიო ისტორიაში II (2) (მეთოდოლოგიური აპარატით) | 2015 |
შესავალი მსოფლიო ისტორიაში I (2) (მეთოდოლოგიური აპარატით) | 2015 |
ზოგიერთი ძველი ქართული გეოგრაფიული ტერმინისა და ტოპონიმის განმარტებისათვის | 2014 |
The Dates of the Reign of Vakhtang Gorgasali | 2013 |
„ქართველთა ცხოვრების“ ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის | 2013 |
VI ს. ისტორიული ქრონიკა „დავითი და კოსტანტინეს წამებაში“ | 2013 |
საქართველოს ისტორიული ატლასი - აფხაზეთი | 2013 |
შესავალი მსოფლიო ისტორიაში I (ორ წიგნად) | 2013 |
შესავალი მსოფლიო ისტორიაში II (ორ წიგნად) | 2013 |
The Achaemenids in Georgia According to The Georgian Chronicle | 2012 |
შესავალი მსოფლიო ისტორიაში (ერთ წიგნად) | 2012 |
„ქართლის ცხოვრების“ შედგენილობის საკითხი | 2011 |
Mirian the First Christian King of Kartli (Eastern GeorgianKingdom) and the Issue of His Descent | 2010 |
ქართლის ცხოვრების უძველესი ნაწილის ქრონოლოგია | 2010 |
On the Descent of Grigol Bakurianisdze (the Son of Bakur) | 2009 |
ბაგრატიონთა საგვარეულო - მითი და რეალობა | 2009 |
Caucasus The First Sovereign of Achaemenids, Cyrus, and “Life of Kartli’s” Nimrod | 2008 |
VIII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და ეგრისის პოლიტიკური ისტორიიდან | 2004 |
გრიგოლ ბაკურიანისძის წარმომავლობის შესახებ | 2004 |
საქართველოს ისტორია, წიგნი I, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები | 2003 |
საქართველოს ისტორიული ატლასი | 2003 |
The Great Silk road and Georgia | 2003 |
ქართლის ერისმთავრები VI-VIII საუკუნეებში | 2003 |
ბაგრატიონთა ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობიდან | 2003 |
გრიგოლ ბაკურიანისძის წარმომავლობის შესახებ | 2002 |
ბაგრატიონთა წარმოშობის საკითხისათვის (ლეგენდა და სინამდვილე) | 2002 |
"ამაზასპის ცხოვრების" შედგენილობის საკითხისათვის | 2002 |
Александр Македонский и царь Картли (Иберии) ПарсманПарнаваз | 2002 |
კავკასია - წარსული და მომავალი | 2001 |
ერისმთავრები მირი და არჩილი და "ქართლის ცხოვრება" | 2001 |
"ქართლის ცხოვრება" და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე) | 2001 |
ქართლის სამეფოს წარმოშობა უძველესი ქართული საისტორიო თხზულებების მიხედვით | 2001 |
მირიანი ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე და მისი წარმომავლობის საკითხი | 2001 |
შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიის ერთი ტიპიური ხარვეზის შესახებ | 2001 |
ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე (პოლიტიკური ისტორიიდან) | 2000 |
ქართულ-ალბანური საეკლესიო ურთიერთობების ისტორიიდან VII-VIII საუკუნეებში | 2000 |
ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი "ქართლის ცხოვრებისა" და "მოქცევაი ქართლისას მიხედვით. | 2000 |
The Politikal Map of Caukasia of 7th-8th c.c. According to an Ancient Georgian Geographical Work | 2000 |
საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი "ქართლის ცხოვრებისა" და მოქცევაი ქართლისას" მიხედვით | 2000 |
სახელწოდებების: "მეფეთა ცხოვრებისა" და "ქართლის ცხოვრების" ურთიერთმიმართების საკითხისათვის. | 1999 |
ტერმინების: "ვრაც", "გუგარქისა" და "გუგარე ლის" შინაარსის განმარტებისათვის იოანე დრასხა ნაკერტელის "სომხეთის ისტორიაში". | 1999 |
კავკასიის უძველესი პოლიტიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა და მისი შედგენის დრო. | 1999 |
ქართლის ცხოვრება, წიგნი II | 1998 |
ქართლის სამეფო VI საუკუნეში (პოლიტიკური ისტორიის საკითხები) | 1997 |
მარი ბროსე "ქართლის ცხოვრების" მკვლევარი | 1997 |
ქართლის ცხოვრება, წიგნი I | 1992 |
გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII საუკუნეებში | 1979 |
კონფერენცია | თარიღი |
საერთაშორისო კონგრესი შუასაუკუნეების შესწავლის მეცნიერებებში | 2015-05-13 - 2015-05-17 |
ქალი ლექტორების მე-6 საერთაშორისო ფორუმი | 2014-09-06 - 2014-09-08 |
განათლების სფეროში პროფესიულ ლიდერთა კონფერენცია | 2013-10-29 - 2013-11-01 |
უმაღლესი განათლების დაფინანსება ჩრდ. ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების მაგალითებზე | 2013-06-01 - 2013-06-01 |
საერთაშორისო კონგრესი უმაღლესი განათლების მიმართულებებზე | 2013-05-01 - 2013-05-01 |
ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოების კონფერენცია | 2012-10-01 - 2012-10-01 |
ცენტრალური ევრაზიისმცოდნეობის საზოგადოების კონფერენცია | 2011-10-01 - 2011-10-01 |
ცენტრალური ევრაზიისმცოდნეობის საზოგადოების კონფერენცია | 2010-10-01 - 2010-10-01 |
საერთაშორისო კონფერენცია ევროპის უსაფრთხოება და კავკასია | 2010-10-01 - 2010-10-01 |
შუასაუკუნეების შესწავლის 45-ე საერთაშორისო კონგრესი | 2010-05-01 - 2010-05-01 |
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია 2012 ხედვა | 2010-04-01 - 2010-04-01 |
აღმოსავლეთ ევროპის კონფერენცია | 2009-12-01 - 2009-12-01 |
ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია | 2003-01-01 - 2003-01-01 |
ქრისტიანული არქეოლოგიის ii კონფერენცია | 2002-01-01 - 2002-01-01 |
პროფ. ოთარ გიგინეიშვილის დაბადების 85 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მასალები | 2002-01-01 - 2002-01-01 |
თსუ–ს საქართველოს ისტორიის კათედრის სამეცნიერო კონფერენცია | 2002-01-01 - 2002-01-01 |
ХХ1 Научная конференция по историографии И источниковедению Истории стран Азии и Африки, тезисы докладов | 2002-01-01 - 2002-01-01 |
კავკასია–წარსული და მომავალი | 2001-01-01 - |
ისტორიის ინსტიტუტის 60 წლისადმი მიძღვნილი სესია | 2001-01-01 - 2001-01-01 |
ს. ჯანაშიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო მასალები | 2000-01-01 - 2000-01-01 |
ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი | 1999-01-01 - 1999-01-01 |
თ. ყაუხჩიშვილის 80 წლისთვისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები | 1999-01-01 - 1999-01-01 |