საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

მანანა სანაძე

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

პრეზიდენტი

პროფესორი



საქმიანი შეხვედრები

ბიოგრაფია

მანანა სანაძე - საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიაღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყნათმცოდნის სპეციალობით, თურქეთის განხრით (1975 .).

1979-2004 წლებში  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი - უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ თნამშრომლად.

ამავე უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (1979 წ.) და სადოქტორო (2002 წ.) დისერტაციები საქართველოს ისტორიაში.

2002  - 2004 წლებში იყო ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი;

1999-2008 წლები იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი;

2009 წლიდან არის სკრენტონის უნივერსიტეტის (ა. შ. შ. ) აფილირებული პროფესორი;

2002-2004 წლებში მ. სანაძემ გ. ალასანიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს უნივერსიტეტი. ამის შემდეგ 2014 წლის ივნისამდე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.

2015 წლიდან დღემდე ის არის ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

სპორტული მიღწევები:მ. სანაძეარის სპორტის ოსტატი ჭადრაკში, თბილისის ქალთა ჩემპიონატის ოქროს და საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ქალთა საკავშირო ჩემპიონატის ორგზის მონაწილე (1968, 1970 წწ.). 

ჯილდოები:

მონოგრაფიისათვის - გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს.- 1982 წელს დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი პრემიით.

საქართელოს საგანამანათლებლო სისტემის განვითარებასა და ისტორიის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის 2013 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.

2015 წელს ჩინეთის ნაცილონალური გამომცემლობების ფონდმა გამოსცა ბიოგრაფიული წიგნი მანანა სანაძის შესახებ (ჩინურ ენაზე).

 

სამეცნიერო სფერო

მ. სანაძე სამეცნიერო მუშაობის სფეროა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი არმოსავლეთის ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორია. ის არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის  მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ატლასები. სულ ახლახანს (2017) ა.შ.შ.-ში, გამომცემლობა ედვინ მელენ პრესმა გამოსცა მ. სანაძის მონოგრაფია ორ ტომად.

მ. სანაძის  მეცნიერული თვალსაზრისები თავმოყრილია შემდეგ ძირითად შრომებში:

1. გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს. 1979. თბილისი. თსუ. გამომცემლობა მეცნიერება;

2. ქართლის ცხოვრება და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე). 2001. გამომცემლობა საქარველოს მაცნე;

3. VI ს-ის ისტორიული ქრონიკა "დავით და კონსტანტინეს წამებაში", 2013. (თანაავტორი გ. არახამია)  საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;

4. ქართველთა ცხოვრება: წიგნი III, ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე). 2016. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;

5. Chronology of the Georgian Kings and Patriciansof theAncient Period and the Early Middle Ages: volume 1 – The Pagan Georgian Kings, volume 2 – The Christian Georgian Kings and Patricians. 2017. The Edwin Mellen Press.

 

 

საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი შრომები, სახელმძღვანელოები და ისტორიულ-გეოგრაფიული ატლასები:

1. ქართლის ცხოვრება წ. I (1994), წ. II (1998)ადაპტირებული ბავშვებისათვის (თანაავტორი ნ. შოშიაშვილი). თბილისი: ნეკერი.

2. საქართველოს ისტორია წ.1 (ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები). 2003. (თანაავტორი თ. ბერაძე). თბილისი: საქართველოს მაცნე.

3. საქართველოს ისტორიული ატლასი. 2008, თანაავტორები (თ. ბერაძე, კ. თოფურია)

4. შესავალი მსოფლიო ისტორიაში. 2015. წ. I, წ. II (მეხუთე გამოცემა). საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;

5 აფხაზეთი: საქართველოს ისტორიული ატლასი. 2013. (თანაავტორები:თ. ბერაძე, კ. თოფურია, ბ. ხორავა). საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა;

პუბლიკაციები სრულად

 

ლიტერატურული მოღვაწეობა:

მ. სანაძე ავტორია საბავშვო მოთხრობების, რომლებიც ორ წიგნად გამოიცა სათაურით: ბებოს ზღაპრები, 2017, წ. I და წ. II.

პუბლიკაციები

პუბლიკაცია წელი
ქართლის მეფე დარჩილი ( ვახტანგ გორგასლის ვაჟი) და მისი ცხოვრების ამსახველი ქრონიკები 2020
შესავალი ქართველთა ცხოვრებაში (ქართველთა ცხოვრება წიგნი I) 2019
ბებოს ზღაპრები, წიგნი II 2018
ბებოს ზღაპრები 2017
„ქართლის ცხოვრება“ და საქართველოს ეკლესია 2016
ქართლის მეფეების და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ქართველთა ცხოვრება წიგნი III) 2016
ვახტანგ გორგასლის მეფობის გადათარიღებისათვის 2015
საქართველოს ისტორია (სალექციო კურსი) 2015
შესავალი მსოფლიო ისტორიაში II (2) (მეთოდოლოგიური აპარატით) 2015
შესავალი მსოფლიო ისტორიაში I (2) (მეთოდოლოგიური აპარატით) 2015
ზოგიერთი ძველი ქართული გეოგრაფიული ტერმინისა და ტოპონიმის განმარტებისათვის 2014
The Dates of the Reign of Vakhtang Gorgasali 2013
„ქართველთა ცხოვრების“ ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის 2013
VI ს. ისტორიული ქრონიკა „დავითი და კოსტანტინეს წამებაში“ 2013
საქართველოს ისტორიული ატლასი - აფხაზეთი 2013
შესავალი მსოფლიო ისტორიაში I (ორ წიგნად) 2013
შესავალი მსოფლიო ისტორიაში II (ორ წიგნად) 2013
The Achaemenids in Georgia According to The Georgian Chronicle 2012
შესავალი მსოფლიო ისტორიაში (ერთ წიგნად) 2012
„ქართლის ცხოვრების“ შედგენილობის საკითხი 2011
Mirian the First Christian King of Kartli (Eastern GeorgianKingdom) and the Issue of His Descent 2010
ქართლის ცხოვრების უძველესი ნაწილის ქრონოლოგია 2010
On the Descent of Grigol Bakurianisdze (the Son of Bakur) 2009
ბაგრატიონთა საგვარეულო - მითი და რეალობა 2009
Caucasus The First Sovereign of Achaemenids, Cyrus, and “Life of Kartli’s” Nimrod 2008
VIII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და ეგრისის პოლიტიკური ისტორიიდან 2004
გრიგოლ ბაკურიანისძის წარმომავლობის შესახებ 2004
საქართველოს ისტორია, წიგნი I, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები 2003
საქართველოს ისტორიული ატლასი 2003
The Great Silk road and Georgia 2003
ქართლის ერისმთავრები VI-VIII საუკუნეებში 2003
ბაგრატიონთა ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობიდან 2003
გრიგოლ ბაკურიანისძის წარმომავლობის შესახებ 2002
ბაგრატიონთა წარმოშობის საკითხისათვის (ლეგენდა და სინამდვილე) 2002
"ამაზასპის ცხოვრების" შედგენილობის საკითხისათვის 2002
Александр Македонский и царь Картли (Иберии) ПарсманПарнаваз 2002
კავკასია - წარსული და მომავალი 2001
ერისმთავრები მირი და არჩილი და "ქართლის ცხოვრება" 2001
"ქართლის ცხოვრება" და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე) 2001
ქართლის სამეფოს წარმოშობა უძველესი ქართული საისტორიო თხზულებების მიხედვით 2001
მირიანი ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე და მისი წარმომავლობის საკითხი 2001
შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიის ერთი ტიპიური ხარვეზის შესახებ 2001
ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე (პოლიტიკური ისტორიიდან) 2000
ქართულ-ალბანური საეკლესიო ურთიერთობების ისტორიიდან VII-VIII საუკუნეებში 2000
ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი "ქართლის ცხოვრებისა" და "მოქცევაი ქართლისას მიხედვით. 2000
The Politikal Map of Caukasia of 7th-8th c.c. According to an Ancient Georgian Geographical Work 2000
საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი "ქართლის ცხოვრებისა" და მოქცევაი ქართლისას" მიხედვით 2000
სახელწოდებების: "მეფეთა ცხოვრებისა" და "ქართლის ცხოვრების" ურთიერთმიმართების საკითხისათვის. 1999
ტერმინების: "ვრაც", "გუგარქისა" და "გუგარე ლის" შინაარსის განმარტებისათვის იოანე დრასხა ნაკერტელის "სომხეთის ისტორიაში". 1999
კავკასიის უძველესი პოლიტიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა და მისი შედგენის დრო. 1999
ქართლის ცხოვრება, წიგნი II 1998
ქართლის სამეფო VI საუკუნეში (პოლიტიკური ისტორიის საკითხები) 1997
მარი ბროსე "ქართლის ცხოვრების" მკვლევარი 1997
ქართლის ცხოვრება, წიგნი I 1992
გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII საუკუნეებში 1979

კონფერენციები

კონფერენცია თარიღი
საერთაშორისო კონგრესი შუასაუკუნეების შესწავლის მეცნიერებებში 2015-05-13 - 2015-05-17
ქალი ლექტორების მე-6 საერთაშორისო ფორუმი 2014-09-06 - 2014-09-08
განათლების სფეროში პროფესიულ ლიდერთა კონფერენცია 2013-10-29 - 2013-11-01
უმაღლესი განათლების დაფინანსება ჩრდ. ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების მაგალითებზე 2013-06-01 - 2013-06-01
საერთაშორისო კონგრესი უმაღლესი განათლების მიმართულებებზე 2013-05-01 - 2013-05-01
ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოების კონფერენცია 2012-10-01 - 2012-10-01
ცენტრალური ევრაზიისმცოდნეობის საზოგადოების კონფერენცია 2011-10-01 - 2011-10-01
ცენტრალური ევრაზიისმცოდნეობის საზოგადოების კონფერენცია 2010-10-01 - 2010-10-01
საერთაშორისო კონფერენცია ევროპის უსაფრთხოება და კავკასია 2010-10-01 - 2010-10-01
შუასაუკუნეების შესწავლის 45-ე საერთაშორისო კონგრესი 2010-05-01 - 2010-05-01
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია 2012 ხედვა 2010-04-01 - 2010-04-01
აღმოსავლეთ ევროპის კონფერენცია 2009-12-01 - 2009-12-01
ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია 2003-01-01 - 2003-01-01
ქრისტიანული არქეოლოგიის ii კონფერენცია 2002-01-01 - 2002-01-01
პროფ. ოთარ გიგინეიშვილის დაბადების 85 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მასალები 2002-01-01 - 2002-01-01
თსუ–ს საქართველოს ისტორიის კათედრის სამეცნიერო კონფერენცია 2002-01-01 - 2002-01-01
ХХ1 Научная конференция по историографии И источниковедению Истории стран Азии и Африки, тезисы докладов 2002-01-01 - 2002-01-01
კავკასია–წარსული და მომავალი 2001-01-01 -
ისტორიის ინსტიტუტის 60 წლისადმი მიძღვნილი სესია 2001-01-01 - 2001-01-01
ს. ჯანაშიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო მასალები 2000-01-01 - 2000-01-01
ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი 1999-01-01 - 1999-01-01
თ. ყაუხჩიშვილის 80 წლისთვისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები 1999-01-01 - 1999-01-01

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა