UNIVERSITY
OF GEORGIA

Tamaz Beradze Institute of Georgian Studies

➡️საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტში 2023 წლის, 7-8 ოქტომბერს II საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი“ გაიმართა.
➡️კონფერენცია ეძღვნებოდა პროფესორ თამაზ ბერაძის საიუბილეო თარიღს, იგი 7 ოტქომბერს, 86 წლის გახდებოდა. თამაზ ბერაძემ შეისწავლა ქართული ზღვაოსნობისა და საზღვაო ვაჭრობის ისტორია, აღადგინა ძველი ქართული საზღვაოსნო ტერმინოლოგია. მან აგრეთვე გამოიკვლია ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების საქართველოსა და შავიზღვისპირეთის ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის საკითხები.
➡️დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტები - გიული ალასანია და მანანა სანაძე. მათ აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტი ორიენტირებულია როგორც სტუდენტთა ხელშეწყობაზე, ასევე სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაზე საქართველოში და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციის მხარდაჭერა. თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, მანანა სანაძემ, ასევე აღნიშნა, რომ კონფერენცია ყოველწლიურია და 2024 წლიდან ნოემბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება.
➡️გარდა პრეზიდენტებისა, კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა - გონელი არახამიამ, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა - თინა ღუდუშაურმა.
➡️კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ მოხსენებები საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართლისა და სხვა მიმართულებით.
ღონისძიება 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების წახალისებაა.
➡️საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის კონფერენციის ყველა მონაწილეს, მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოხსენებების წარმოდგენისთვის.

 

თეზისი
პროგრამა

CONTACT

2 55 22 22
77a, M. Kostava str.