კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ მოხსენებები საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართლისა და სხვა მიმართულებით.
ღონისძიება 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების წახალისებაა.