საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

2022 წლის 26-27 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ,გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - ,, საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი“. კონფერენცია ეძღვნებოდა პროფესორ თამაზ ბერაძის საიუბილეო თარიღს, იგი წელს 85 წლის გახდებოდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ მოხსენებები საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართლისა და სხვა მიმართულებით.
სამეცნიერო კონფერენცია შერეული ფორმატით მიმდინარეობდა, 12 სექცია ადგილზე, საუნივერსიტეტო სივრცეში მუშაობდა, ხოლო 6 - ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებს. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ კონფერენცია ჩატარდება ყოველ წელს, ოქტომბრის თვეში. 2023 წელს კონფერენცია გაიმართება 7-8 ოქტომბერს და მონაწილეობა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერებისათვის იქნება უფასო.
 
 
On November 26-27, 2022, a two-day international conference - "Georgia and the Caucasus - past, present, future" was organized by the Tamaz Beradze Institute of Georgian Studies of the University of Georgia. The conference was dedicated to the anniversary of Professor Tamaz Beradze, who would have turned 85 this year.
The conference presented reports on the history, archaeology, ethnology, philology, linguistics, folklore, tourism, ecology, toponymy, religious studies, philosophy, architecture, law and other fields of Georgia and the Caucasus region.
The scientific conference took place in a mixed format, 12 sections worked on-site, in the university space, and 6 - online, using the Zoom platform.
Tamaz Beradze Institute of Georgian Studies of the University of Georgia thanks the scientists participating in the conference. Here we would like to inform you that the conference will be held every year in the month of October. In 2023, the conference will be held on October 7-8, and participation will be free for both Georgian and foreign scientists.
პროგრამა
კონფერენციის კრებული

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა