საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ყოველწლიური საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი 2025

 

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი, მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია, რომლის მიზანია ქართველოლოგიური პროექტების ინიციირება, მხარდაჭერა და განხორციელება ისევე როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

ინსტიტუტის ინიციატივით, ქრთველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია 2022 წელს პირველად ჩატარდა და მას შემდეგ იქცა ყოველწლიურ სამეცნიერო აკადემიურ ფორუმად, რომელიც კრებს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების მკვლევრებს.

წლევანდელ, რიგით მეოთხე კონფერენციაზე, ინსტიტუტის პარტნიორი უკვე მეორედ არის გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრი. ინსტიტუტის გარდა ქალბატონი მანანა სანაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა “ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდი”, რომელიც გარდა ამ კონფერენციისა, სამომავლოდ მიზნად ისახავს არაერთ საინტერესო პროექტს და აქტივობას.

2025 წელს 900 წელი სრულდება მეფე დავით IV აღმაშენებლის გარდაცვალებიდან და მისი მეფობის დასრულებიდან. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან თარიღს.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა