2022 წლის 4 მარტს გაფორმდა მემორანდუმი სსიპ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტს შორის ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზების შესახებ. მემორანდუმს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ინსტიტუტის დირექტორმა მანანა სანაძემ მოაწერეს ხელი.