საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ ცენტრთან მემორანდუმის გაფორმება

2022 წლის 15 ივლისს  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტს შორის. ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზების შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფ. მანანა თანდაშვილმა და თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. მანანა სანაძემ.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა