საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 12:00 სთ-ზე მართვს ღია სემინარს. სემინარზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
2023 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველთვიურ ღია სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება სახელწოდებით: ,,ქართლ-კახეთის სამეფო: ნუმიზმატიკური ისტორია“. მომხსენებელი იყო ირაკლი ფაღავა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის ბატონ ირაკლი ფაღავას, საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო სემინარის ჩატარებისთვის.