საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, საღამოს 16:00 სთ-ზე სამეცნიერო სემინარს მართვს. სემინარზე დასწრება არის ღია, ყველა მეცნიერს და სტუდენტს (როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფს), რომელიც დაინტერესდება გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეუძლია დაესწროს სემინარს.
2022 წლის, 23 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტისში ყოველთვიური ღია სემინარი გაიმართა, სახელწოდებით " მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების პანკავკასიური მოძრაობა"...
მომხსენებელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი გოცირიძე.
სემინარს ესწრებოდნენ მეცნიერები: მანანა სანაძე, ცირა ჩიკვაიძე, მარიამ გველესიანი, დოდო ჭუმბურიძე, გონელი არახამია, ტრისტან მაჭარაშვილი, ნანა მრევლიშვილი, ხათუნა ქოქრაშვილი, ზვიად ტყეშელაშვილი, გიორგი გაგოშიძე, ნინო ხუნდაძე, ანდრო გოგოლაძე, თამარ ლეკიაშვილი, თეა მეშველიშვილი, თამარ ღორაშვილი, ქეთევან ქიმერიძე, ეკა ორაგველიძე.
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის ბატონ გიორგი გოცირიძეც დღეისთვის აქტუალურ თემასთან დაკავშირებით სამეცნიერო სემინარის წარმოდგენისთვის.