საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

იოანე პეტრიწი და გელათის საღვთისმეტყველო სკოლა

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 14:00 სთ-ზე მართვს  ღია სემინარს. სემინარზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირის.

2023 წლის 10 თებერვალს  საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველთვიურ ღია სემინარზე წარმოდგენილი იყო მოხსენება  სახელწოდებით  ,,იოანე პეტრიწი და გელათის საღვთისმეტყველო სკოლა",  მომხსენებელი იყო  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დამანა მელიქიშვილი.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა შუა საუკუნეების ქართული კულტურისათვის   იოანე პეტრიწისა და გელათის საღვთისმეტყველო-თეოლოგიური  სკოლის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის ღვაწლმოსილ მეცნიერს საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო სემინარის ჩატარებისთვის.

სემინარს ესწრებოდნენ: მანანა სანაძე, ცირა ჩიკვაიძე, ლალი ფირცხალავა, მარიამ გველესიანი, თინათინ ბოჭორიშვილი, სოსო გოგილიძე, ალექსანდრე ჭულუხაძე, დოდო ჭუმბურიძე, გონელი არახამია, ტრისტან მაჭარაშვილი, ნანა მრევლიშვილი, ხათუნა ქოქრაშვილი, ზვიად ტყეშელაშვილი, გიორგი გაგოშიძე,  ნინო ხუნდაძე,  ანდრო გოგოლაძე, თამარ ლეკიაშვილი, რატი სტურუა, თეა მეშველიშვილი, თამარ ღორაშვილი, ქეთევან ქიმერიძე, თინათინ ბერუაშვილი, ანა ხუროშვილი.

 



სემინარს ესწრებოდნენ


კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა