საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ქართული კედლის მხატვრობის ისტორიიდან, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამეფო მოხატულობა

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 12:00 სთ-ზე მართვს  ღია სემინარს. სემინარზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირის.

2023 წლის 24 თებერვალს სემინარზე წარმოდგენილი იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ მარიამ დიდებულიძის მოხსენება  -  ,,ქართული კედლის მხატვრობის ისტორიიდან - ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამეფო მოხატულობა“. ქალბატონმა მარიამმა მსმენელებს გააცნო შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, ყინწვისის ტაძარი და მისი შესანიშნავი მოხატულობა, რომელიც XIII ს-ის დასაწყისშია შესრულებული თამარ მეფის  დიდმოხელის, ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესის, ანტონ გლონისთავისძის ქტიტორობით და თამარ მეფის, გიორგი III-ის და გიორგი IV-ის პორტრეტებს შეიცავს.

მოხსენებაში  განხილული იყო მხატვრობის შექმნის დროის ისტორიული ვითარება, ყინწვისის სამონასტრო ანსამბლი, წმ. ნიკოლოზის ტაძრის არქიტექტურა, მოხატულობის საღვთისმეტყველო პროგრამა, იკონოგრაფიული თავისებურებები, მხატვრული სტილი და ისტორიულ პირთა პორტრეტები. მხატვრობის თავისებურებების წარმოსაჩენად მოხმობილი იყო მდიდარი მასალა თანადროული ქართული და ბიზანტიური ფერწერის საგანძურიდან. 

 

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი მადლობას უხდის ღვაწლმოსილ მეცნიერს საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო სემინარის ჩატარებისთვის.

 



სემინარს ესწრებოდნენ


კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა