ნინო მახათაძე
მოწვეული ლექტორი
ბიოგრაფია
ნინო მახათაძე - ქორეოგრაფიული ხელოვნების ბაკალავრი, კლასიკური და სახასიათო ცეკვების პედაგოგ-ქორეოგრაფი. სასცენო მოძრაობა (ასისტენტურა-სტაჟირება). საშუალო სკოლის დიპლომი კვალიფიკაციით - ბალეტის მსახიობი. პედაგოგი კურსებისა: „მსოფლიო ხალხთა ცეკვა“, „კლასიკური ცეკვა“, „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“ და „ბალეტის ისტორია“. აქვს მრავალწლიანი საშემსრულებლო, შემოქმედებითი და პედაგოგიური, გამოცდილება. არის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა კურსებს: ბაკალავრიატი - „კლასიკური ცეკვა“ და „სახასიათო ცეკვა“ (თეორია და პრაქტიკა). ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ასწავლიდა კლასიკურ ცეკვას დაწყებით კლასებში. სკოლა-პანსიონში „IB-მთიები“ უძღვებოდა ცეკვის სტუდიას როგორც პედაგოგ-ქორეოგრაფი. არის შპს. საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ დამფუძნებელი და პედაგოგი. განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი. მუშაობდა შპს. ტელეკომპანია „პალიტრანიუსში“, როგორც მულტიმედია ჟურნალისტი (პროდიუსერი, გადაცემების ტექსტის ავტორი, და გახმოვანება). იყო შემეცნებით-გასართობი და სოციალური თემატიკის გადაცემების ავტორი: „პატარა ექსპერტები“, „თავისუფალი თემა“, „ნივთების ევოლუცია“ და „ერთი ბრენდის ისტორია“, აგრეთვე შემეცნებით-გასართობი გადაცემის „დილის პალიტრა“- პროდიუსერი. იყო რამდენიმე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის, ცეკვის ოლიმპიადის ჟიურის წევრი.
განათლება
უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი |
საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური |
სწავლის პერიოდი |
კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი |
ქორეოგრაფიული |
ბაკალავრი |
01/09/1997 - 10/07/2001 |
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
დრამა |
ხარისხის გარეშე |
13/09/2004 - 10/07/2006 |