2022 წლის, 25 ოქტომბერს, სუ-ს თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა მორიგი სამეცნიერო სემინარი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის დირექტორის მანანა სანაძის მოხსენება თემაზე: "ქართველთა ცხოვრების რამდენიმე ადგილის არასწორი გაგებისათვის."
სემინარს ესწრებოდნენ მეცნიერები: მანანა სანაძე, თინათინ ღუდუშაური, ცირა ჩიკვაიძე, გონელი არახამია, ბეჟან ხორავა, გიორგი გაგოშიძე, ტრისტან მაჭარაშვილი, ზვიად ტყეშელაშვილი, დოდო ჭუმბურიძე, ხათუნა ქოქრაშვილი, ნინო ჩიხლაძე, მარიამ გველესიანი, ნინო ხუნდაძე, ნანა მრევლიშვილი, ქეთევან ქიმერიძე, თამრიკო ლეკიაშვილი.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მეცნიერებს შორის.