2026 წლის 15 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო ლალი ვაშაყმაძის საპროექტო წინადადება სახელწოდებით: „ჰაგიოგრაფიული ნარატივი ბიბლიაში – ივდითის წიგნის რეცეფცია ძველ ქართულ სამწერლობო ტრადიციაში“.