2026 წლის 10 ივლისს, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე წარმოდგენილი იყო, ოთარ კაპანაძის მოხსენება, სემინარი მიეძღვნა თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ისნტიტუტის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული განყოფილების მოხსენებით ანგარიშს ზემო სვანეთში 2026 წლის 15-23 ივლისი ჩატარებული ექსპედიციის შესახებ,
ექსპედიციამ იმუშავა ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, უშგულისა და კალას თემებში.
ტრადიციული შემსრულებლებისგან ჩაწერილ იქნა აუდიო-, ვიდეო- და ფოტომასალა, რომელიც მოიცავს: სიმღერებს, ფერხულებს, ცეკვებს, ინსტრუმენტულ მუსიკას, ნანებს, ტირილებს, სხვადასხვა რიტუალთან დაკავშირებულ იშვიათ/უცნობ ნიმუშებს; ასევე − ტრადიციულ მუსიკასთან და ქორეოგრაფიასთან დაკავშირებულ მდიდარ ცნობებს.
საველე მუშაობის შედეგად ფიქსირებულ იქნა არა მხლოდ მხატვრული ღირებულების მასალა, არამედ − კვლევითი და სასწავლო დანიშნულების ინფორმაციაც.