საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

სამივლინებო განაცხადების წარდგენის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო სახელმწიფო არქივში (სტამბოლი)

2026 წლის 16 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ყოველკვირეულ სემინარზე თეა მეშველიშვილის მოხსენება წარმოდგა. შეხვედრა მიეძღვნა ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების თანამშრომელთა თურქეთის რესპუბლიკაში (სტამბოლი) დაგეგმილი სამეცნიერო მივლინების მომზადებასა და ამოცანების განხილვას.

სემინარზე მომხსენებელმა კოლეგებს გააცნო თურქეთის საპრეზიდენტო არქივში მოსალოდნელი კვლევითი სამუშაოების გეგმა, სამიზნე დოკუმენტური ფონდები და ის ძირითადი სამეცნიერო მიზნები, რომელთა განხორციელებაც სტამბოლშია გათვალისწინებული.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართულ-ოსმალური ისტორიული წყაროების მოძიებასა და ინსტიტუტის სამომავლო კვლევითი პროექტების ეფექტურად დაგეგმვას.

სემინარს ესწრებოდნენ

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა