2022 წლის 30 სექტემბერს, სუ-ის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა მორიგი სამეცნიერო სემინარი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ნანა მრევლიშვლის მოხსენება თემაზე: "მიტროფანე სმირნელი მიტროპოლიტისა და ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი დიაკონის ეკლესიასტეს თარგმანებათა გელათური ვერსია".
სემინარს ესწრებოდნენ მეცნიერები: მანანა სანაძე, თინათინ ღუდუშაური, ცირა ჩიკვაიძე, გონელი არახამია, ბეჟან ხორავა, გიორგი გაგოშიძე, ტრისტან მაჭარაშვილი, ზვიად ტყეშელაშვილი, დოდო ჭუმბურიძე, ხათუნა ქოქრაშვილი, ნინო ჩიხლაძე, მარიამ გველესიანი, ნინო ხუნდაძე, ნანა მრევლიშვილი, ქეთევან ქიმერიძე, თამრიკო ლეკიაშვილი.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მეცნიერებს შორის.