საქართველოს
უნივერსიტეტი

თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ჩვენი მიზნები

ქართველოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართველოლოგიაში სამეცნიერო-კვლევით პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ასევე სტუდენტების ჩართულობით. 

 

ინსტიტუტის მიზანია ხელს შეუწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველოლოგი მეცნიერების ურთიერთგაცნობას, კვლევებში მათ თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების დაგეგმვა-ორგანიზებას, რომელიც მოიცავს:

ა) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური კვლევითი ინსტიტუტების, ცენტრების და კაბინეტების ურთიერთგაცნობასა და კონტაქტების დამყარებას;

ბ) მათ ერთობლივ კვლევებში მოწვევასა და ჩართვას, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების და სემინარების ორგანიზებას და ჩატარებას;

გ) ყოველწლიური  ქართველოლოგიური კვლევების საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებასა და ჩატარებას, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად გაიმართება ნოემბრის თვეში, გიორგობის კვირის პარასკევ დღეს; ყოველწლიური კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალში „Caucasus Journal of Social Science“.

 

ინსტიტუტი ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის სამეცნიერო სფეროში კვლევების განხორციელებას საქართველოს შემსწავლელ ყველა სამეცნიერო დარგში, როგორიცაა ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნება, არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა, სფრაგისტიკა, ისტორია, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ფილოსოფია, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა და ა.შ. ინსტიტუტი აწარმოებს კვლევას იმ მეცნიერთა და ინსტიტუციების შესახებ, რომელთაც საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

 

ინსტიტუტი მოწოდებულია მოახდინოს ქართველოლოგიის სფეროში კვალიფიციური დისციპლინური და მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად სათანადო ადამიანური და მატერიალური აკადემიური რესურსის მობილიზება და მომავალი თაობებისთვის წარმოებული კვლევის და დაგროვილი ცოდნის გადაცემის უზრუნველყოფა.

 

ინსტიტუტის მიზანია პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად განახორციელოს მოკლევადიანი (1 წლიანი) და გრძელვადიანი (5 წლიანი) სამეცნიერო გეგმები.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა